Робота для біженців з України
დაბალი ძაბვის ქსელის ექსპლუატაციის განყოფილების ოსტატი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაბალი ძაბვის ქსელის ექსპლუატაციის განყოფილების ოსტატი
მომწოდებელი: თელასი
გამოქვეყნდა: 18 ივლისი / ბოლო ვადა: 29 ივლისი
სააქციო საზოგადოება "თელასი" აცხადებს შიდა და გარე ვაკანსიას გამანაწილებელი ქსელის სამსახურის დაბალი ძაბვის ქსელის ექსპლუატაციის განყოფილების ოსტატის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური (პროფილური) განათლება ან საშუალო პროფესიული (ტექნიკური) განათლება;
** უსაფრთხოების V ჯგუფის საკვალიფიკაციო მოწმობა;
** ანალოგიური სპეციალობით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS word
** დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.

თანამდებობრივი მოვალეობები:

** საექსპლუატაციო რაიონის/უბნის დაქვემდებარებაში მყოფი საჰაერო ელ. ქსელის გამართული და უავარიო მუშაობის უზრუნველყოფაში მონა
** წილეობა.
** ს/ქ-ში შემავალი და ს/ქ-დან გამავალი საჰაერო და საკაბელო ქსელის შემოვლა-დათვალიერების გრაფიკის შედგენა და კონტროლი.
** საექსპლუატაციო რაიონის/უბნის დაქვემდებარებაში მყოფ ელ. ქსელში პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გრაფიკის მომზადება.
** მუშაკების მიერ ტექნოლოგიური პროცესების დაცვის კონტროლი, ოპერატიული გამოვლენა და მათი დარღვევის მიზეზის აღმოფხვრა.
** მონაწილეობის მიღება ახალი ან არსებული ტექნოლოგიური პროცესების და რეჟიმების სრულყოფაში, ასევე საწარმოო გრაფიკების შედგენაში.
** ბრიგადების ფორმირება (მათი რაოდენობრივი, ხარისხობრივი და პროფესიული შემადგენლობა), ბრიგადების რაციონალური მომსახურების ღონისძიებების დანერგვა და მათი მუშაობის კოორდინაცია.
** ცალკეული მუშაკებისათვის (რომლებიც არ შედიან ბრიგადის შემადგენლობაში) და ბრიგადებისათვის საწარმოო დავალებების შესახებ დროული ინფორმაციის მიწოდება, დამტკიცებული საწარმოო გეგმა- გრაფიკისა და მიღებული დავალებების შესაბამისად.
** საექსპლუატაციო რაიონის/უბნის სწორი და რიტმული მუშაობისთვის საორგანიზაციო დანადგარებისა და ტექნიკის აღჭურვილობის, საწარმოო ფართობების რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფა.
** დაქვემდებარებული მუშაკების მიმდინარე ინსტრუქტაჟი.
** შრომისა და საწარმოო დისციპლინის დაცვის კონტროლი დაქვემდებარებულ პერსონალზე.
** უსაფრთხოების ტექნიკის წესების ცოდნის პერიოდული შემოწმებისა და პერიოდული სამედიცინო გამოკვლევის გავლა, დირექტიული დოკუმენტებით დადგენილი ვადების შესაბამისად.

ვაკანსიაზე კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირადი ინფორმაცია უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: vakansia@telasi.ge 2025 წლის 29 ივლისის ჩათვლით.

აუცილებლად ქართულ და რუსულ ენაზე. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ თანამდებობა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე