Робота для біженців з України
საოჯახო მედიცინის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოჯახო მედიცინის სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს კლინიკები
გამოქვეყნდა: 18 ივლისი / ბოლო ვადა: 31 ივლისი
"საქართველოს კლინიკები" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის მისიაა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

"საქართველოს კლინიკები" ერთ-ერთი ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.
შემოუერთდი ჩვენს დიდ გუნდს!

"საქართველოს კლინიკები" აცხადებს საოჯახო მედიცინის სპეციალისტის ვაკანსიას თბილისში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი, თბილისი, ს. ცინცაძის 24ა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00

ძირითადი მოვალეობები:

** ქსელის მასშტაბით საოჯახო მედიცინის მიმართულებით სერვისების უწყვეტი და შეუფერხებელი მიწოდების პროცესის მხარდაჭერა და მონიტორინგი;
** ქსელის მასშტაბით, საოჯახო მედიცინის მიმართულებით სერვისების მიწოდებისთვის აუცილებელი პროცედურებისა და გაიდლაინების აღსრულების მონიტორინგი;
** კომპანიაში არსებული პროტოკოლების შესაბამისად ოჯახის ექიმების საქმიანობის კონტროლი, შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
** საოჯახო მედიცინის მიმართულებით სერვისის მიწოდებისას, კომპანიის მიერ გაწერილი მომსახურების სტანდარტების დაცვის აღსრულების მონიტორინგი;
** დადგენილი პერიოდულობით, კლინიკებში ვიზიტი და სამუშაო პროცესის ადგილზე შესწავლა;
** სადავო შემთხვევების/პაციენტების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების მოკვლევა, ექსპერტული შეფასების პროცესში მონაწილეობა;
** ქსელის მასშტაბით, საოჯახო მედიცინის მიმართულებით ყველა საჭირო ინფორმაციის, სიახლის გადაცემა და თანამშრომელთა დროული ინფორმირება;
** გარკვეული პერიოდულობით ოჯახის ექიმებთან შეხვედრების დაორგანიზება და მიმდინარე პროცესების განხილვა;
** საოჯახო მედიცინის მიმართულებით სამედიცინო პერსონალის გადამზადების საჭიროების იდენტიფიცირება;
** საოჯახო მედიცინის მიმართულების სამუშაო პროცესისა და საჭირო ადამიანური რესურსების დაგეგმვასა და კვალიფიციური თანამშრომლებით დაკომპლექტების პროცესში ჩართულობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** აუცილებელია სახელმწიფო სერტიფიკატი საოჯახო მედიცინაში;
** აუცილებელია საოჯახო მედიცინის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
** ყურადღება და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** დროის ეფექტურად გამოყენება;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 31 ივლისი, 2025

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: gc_hr@clinics.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "საოჯახო მედიცინის სპეციალისტი".

"საქართველოს კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;

2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.

3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს საქართველოს კლინიკების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს საქართველოს კლინიკების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).

4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.

5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე