დასახელება:
მარკეტინგის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
მეგატექნიკა
|
გამოქვეყნდა: 18 ივლისი
/ ბოლო ვადა: 18 აგვისტო
|
საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "მეგატექნიკა" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე (კონტენტის მიმართულებით). ვეძებთ მოტივირებულ და ორგანიზებულ კანდიდატს, რომელიც ჩაერთვება კომპანიის ყოველდღიურ მარკეტინგულ საქმიანობაში და მხარს დაუჭერს კონტენტის შექმნასა და განხორციელებას სხვადასხვა სოციალურ არხებში.
მეგატექნიკა უკვე 29 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის ბაზარზე. მეგატექნიკას ქსელი 20-მდე ფილიალს, 100-მდე პარტნიორ მაღაზიასა და ტექნიკის ონლაინ მაღაზიას მოიცავს, რომლის საშუალებით, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს ტექნიკა, სახლიდან გაუსვლელად, მთელი საქართველოს მასშტაბით.
მეგატექნიკა ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორია არაერთი მსხვილი ბრენდის, ისეთი როგორიცაა Samsung, Apple, LG, Hisense, Electrolux, Simfer, Philips, Delonghi, Kenwood, Braun, Acer და სხვა.
პოზიცია ექვემდებარება მარკეტინგის ხელმძღვანელს და მოიცავს თანამშრომლობას როგორც შიდა გუნდთან, ასევე გარე პარტნიორებთან (სტამბები, დიზაინერები და სხვ.).
სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის გამზირი N140
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვებ გვერდი: www.megatechnica.ge
ფუნქცია-მოვალეობები:
** ვიდეო კონტენტის შექმნა TikTok-ისა და Instagram Reels-ისთვის (დაგეგმვა, გადაღება, მონტაჟი — ძირითადად მობილური ფორმატით);
** რევიუს ტიპის ვიდეო კონტენტის შექმნაში მონაწილეობა (გადამღები ჯგუფის მიერ);
** ფოტოების გადაკეთება და ადაპტირება დიზაინერის შაბლონების მიხედვით (Facebook პოსტები, ფასდაკლებები, სტიკერები და სხვა);
** მაღაზიის ვიზუალური მასალების მომზადებასა და განთავსებაში ჩართულობა (ბანერები, სტიკერები, ბრენდირებული დეკორაცია, სტენდები და ა.შ.)
** ბრენდირებულ მატერიალებზე სტამბებთან და ბრენდებთან კომუნიკაცია;
** წლის მარკეტინგული გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება და გეგმის მიხედვით აქტივობების განხორციელების პროცესში ჩართულობა;
** სხვა მარკეტინგულ აქტივობებში ჩართულობა და კამპანიების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება.
გამოგვიგზავნე რეზიუმე, თუ:
** გაქვს ვიდეო კონტენტის გადაღებისა და მონტაჟის (მობილური/აპლიკაციებით - TikTok, CapCut, InShot ან სხვა) გამოცდილება;
** ხარ აქტიური სოციალურ ქსელებში, იცი მიმდინარე ტრენდები;
** გიყვარს ვიზუალურ კონტენტზე მუშაობა და შეგიძლია ბრენდის გაიდლაინების მიხედვით შექმნა მარტივად აღქმადი კონტენტი;
** ფლობ Photoshop-ს და შეგიძლია შაბლონის მიხედვით ფოტოებისა და პოსტების ადაპტირება;
** ხარ ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული და კომუნიკაბელური;
** გაქვს სხვადასხვა პროექტებზე მუშაობის გამოცდილება და შენთვის დედლაინი / დროში გაწერილი სამუშაო მნიშვნელოვანია;
რას გთავაზობთ:
** რეალურ და მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
** მეგობრულ და სტაბილური სამუშაო გარემოს;
** ტექნიკის სფეროში ახალი იდეების განხორციელების შესაძლებლობას;
** კარიერული ზრდისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@megatechnica.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება - " მარკეტინგის სპეციალისტი - კონტენტის მიმართულებით".
მეგატექნიკა მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის.
გისურვებთ წარმატებებს.
|
|
|
|