დასახელება:
კონტენტ კრეატორი
|
მომწოდებელი:
ნავნე
|
გამოქვეყნდა: 18 ივლისი
/ ბოლო ვადა: 18 აგვისტო
|
"ნავნე" არის ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი. კომპანია 17 წელია ოპერირებს ბაზარზე და ფლობს 23 მაღაზიას (1 აუთლეტ მოლს) მთელი საქართველოს მასშტაბით. "ნავნეს" მაღაზიებში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თავის მოვლის საშუალებები, დეკორატიული კოსმეტიკა და აქსესუარები, ასევე "Navne Home" - სადაც სახლისათვის ყველა საჭირო ნივთია წარმოდგენილი.
კომპანია "ნავნე" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ კრეატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთელი
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-18:00
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ბრენდის სტილში ვიზუალური და ვიდეო კონტენტის შექმნა სოციალური მედიის პლატფორმებისთვის (Facebook, Instagram, TikTok და სხვ.);
** პროდუქციის, მაღაზიის სივრცისა და მიმდინარე აქციების ფოტო/ვიდეო გადაღება და მონტაჟი;
** ტრენდული ვიდეოფორმატების ადაპტირება კომპანიის კონტენტზე (Reels, TikTok, Stories);
** კონტენტის იდეების გენერაცია და გუნდის წევრებთან კოორდინაცია კონტენტის დაგეგმვის პროცესში;
** სოციალური მედიის მენეჯერთან და დიზაინერთან თანამშრომლობა;
** გადაღებებისთვის საჭირო გარემოს და რეკვიზიტების დაგეგმვა/ორგანიზება;
** აუდიტორიის მოთხოვნებზე დაფუძნებული კონტენტის ფორმატების შემუშავება;
** ბრენდის იმიჯის შენარჩუნება და გაძლიერება კონტენტის მეშვეობით;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ სამუშაო პროცესში წარმოშობილი სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** კონტენტ კრეატორის პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ფოტო და ვიდეო გადაღების და მონტაჟის გამოცდილება;
** CapCut, Canva, Adobe Premiere ან სხვა მონტაჟის/დიზაინის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** სოციალური მედიის პლატფორმების სპეციფიკის ცოდნა (ფორმატები, ტენდენციები, ალგორითმები);
** ქართულად გამართულად წერის და მეტყველების უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** ინიციატივიანობა და კრეატიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე hr@navne.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|