Робота для біженців з України
საოპერაციო მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო მენეჯერი
მომწოდებელი: 4Hospitals
გამოქვეყნდა: 18 ივლისი / ბოლო ვადა: 20 აგვისტო
"4ჰოსპიტალსი" სამედიცინო კომპანიაა, რომელიც დაარსდა 2014 წელს და ახორციელებს სამედიცინო პროდუქციისა და სერვისის მიწოდებს კომპანიებისთვის. "4ჰოსპიტალსი" არის მრავალი საერთაშორისო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი. ჩვენი განაცხადია, "ხარისხი - პროცესის თითოეულ ეტაპზე", შესაბამისად კომპანიის მოღვაწეობა ეფუძნება თანამშრომლებთან და კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის პრინციპებს.

კომპანია "4Hospitals" ეძებს საოპერაციო მენეჯერს.

ძირითადი ამოცანები:

** შესყიდვების პროცესის სრული კოორდინაცია და მართვა;
** შესყიდვების მენეჯერების საქმიანობის მხარდაჭერა და მათთვის მიმართულებების მიცემა;
** კომპანიისთვის შესყიდვების საუკეთესო პირობების მიღება მომწოდებლებისგან;
** ლოჯისტიკური პროცესების სრული მართვა და კოორდინაცია;
** პროდუქციის დროულად ჩამოტანისა და განთავსების უზრუნველყოფა;
** პარტნიორი კლინიკებისგან მიღებული შეკვეთების დროული და ეფექტური მიწოდების უზრუნველყოფა.

ძირითადი ფუნქციები:

** მომწოდებლების შერჩევაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება და მათგან საუკეთესო პირობების მიღება;
** საჭიროების შესაბამისად, სხვადასხვა გამოფენებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;
** გაყიდვების ჯგუფის მხრიდან განსაზღვრული საჭიროების შესაბამისად მომწოდებლების მოძიება;
** არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობების განვითარებაზე მუდმივი მუშაობა და მათგან საუკეთესო პირობების მიღების უზრუნველყოფა;
** სხვადასხვა სატრანსპორტო კომპანიებთან მუდმივი კომუნიკაციის წარმოება;
** სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კომპანიებისგან საუკეთესო პირობების მიღება;
** ტვირთების უდანაკარგოდ და ოპერატიულად ჩამოტანის უზრუნველყოფა;
** ლოჯისტიკის მენეჯერის საქმიანობის მართვა და კოორდინაცია;
** საბაჟო და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან ტვირთების გაფორმება/განბაჟების პროცესის მუდმივი კონტროლი და მონიტორინგი;
** ჩამოსული ტვირთების საწყობამდე ოპერატიულად მიწოდების პროცესის მონიტორინგი;
** კომპანიის სასაწყობე მეურნეობის გამართულად მუშაობის მუდმივი კონტროლი და უზრუნველყოფა;
** საწყობის ტექნიკური და სამეურნეო საჭიროებებით მუდმივი უზრუნველყოფა;
** შემოსულ შეკვეთებზე დროული რეაგირების განხორციელება და ოპერატიული მიწოდების უზრუნველყოფა;
** კომპანიის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამართულობის კონტროლი;
** კომპანიის ზოგადი, სამეურნეო და ტექნიკური საჭიროებების მუდმივი კონტროლი და ოპტიმიზაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის, ბიზნესის ან ლოჯისტიკის მიმართულებით);
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება საოპერაციო ან ლოჯისტიკურ მენეჯმენტში;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ანალიტიკური უნარები;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, Excel - სავალდებულო).

თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის საინტერესოა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@4hs.ge, არაუგვიანეს 2025 წლის 20 აგვისტოსი.

გთხოვთ, "subject"-ის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული რეზიუმე არ განიხილება.

"4ჰოსპიტალსი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე