დასახელება:
მზარეულის დამხმარე
|
მომწოდებელი:
Holiday Inn Express Tbilisi Avlabari
|
გამოქვეყნდა: 18 ივლისი
/ ბოლო ვადა: 18 აგვისტო
|
სასტუმრო "Holiday Inn Express Tbilisi Avlabari" ეძებს გუნდის ახალ წევრებს, კერძოდ: მზარეულის დამხმარეს.
ფუნქციები და მოვალეობები:
** მენიუს შემადგენლობების და მომზადების წესების სრულყოფილად ცოდნა;
** პროდუქტის მაღალი ხარისხით, არსებული რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით დროულად მომზადება;
** ნედლეულის და მზა პროდუქტების სტანდარტების მიხედვით შენახვა და დასაწყობება;
** მაცივრების და სხვა დანადგარების სისუფთავის უზრუნველყოფა ნებისმიერ დროს;
** ცვლის მენეჯერისთვის დახმარების გაწევა სხვადასხვა სახის პროდუქტის მომზადების დროს;
** აქტიურ სამუშაო გარემოში დროის ეფექტურად მართვა და ორგანიზებულობა;
** ჰიგიენის და სისუფთავის მაღალი სტანდარტების დაცვა;
** ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის ოპერატიულად გაზიარება
** IHG Hotels and Resorts საერთაშორისო სტანდარტებისა და სასტუმროს შინაგანაწესის მიხედვით მოქმედება.
საჭირო უნარები:
** მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ გარემოს
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** საერთაშორისო ბრენდთან მუშაობის გამოცდილებასა და შესაბამისად, სერტიფიცირებულ ტრენინგებს
** გლობალურ თანამშრომლის ფასდაკლებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სასტუმროებში
** კვებას თანამშრომლებისთვის გამოყოფილ სივრცეში
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს (ცვლების მიხედვით)
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. მისამართზე და subject გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება: gm@hiextbilisi.com.
|
|
|
|