Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=651216&print=yes&view=jobs
 
ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: კონტაქტჰოუმი
გამოქვეყნდა: 18 ივლისი / ბოლო ვადა: 18 აგვისტო
"კონტაქტ ჰოუმ"-ის გუნდში ვეძებთ ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელს.

"კონტაქტ ჰოუმი" არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი. ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან, როგორებიცაა: Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony და ა.შ. ჩვენ ორიენტირებულები ვართ თანამშრომლების პიროვნულ და კარიერულ ზრდაზე. დღეისთვის კომპანიაში დასაქმებულია 150-მდე თანამშრომელი და ეს რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო ო. ონიაშვილის ქუჩა №2;

ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ფუნქცია-მოვალეობები იქნება:

** კომპანიის ლოჯისტიკური საქმიანობის სრული ციკლის დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;
** ტრანსპორტირების ციკლის განხორციელება და მასთან დაკავშირებული პროცესების ზედამხედველობა და კონტროლი;
** შეკვეთის ვადების მუდმივი მონიტორინგის განხორციელება;
** GPS სისტემის მეშვეობით მანქანების მოძრაობის/ საწვავის კონტროლი;
** კომპანიის ავტომობილების ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნვა და დროული რეაგირება პრობლემებზე;
** გაყიდვებისა და საწყობის მენეჯერებისთვის ინფორმაციის მიწოდება და მათთან მუდმივი კომუნიკაცია;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების სამუშო პროცესის მართვა და სამუშაო გეგმების დროულად შესრულების უზრუნველყოფა;
** პერიოდული რეპორტინგი ხელმძღვანელთა;
** დოკუმენტაციის მოთხოვნა და დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;
** კომერციული შეკვეთების მიღება-დამუშავება და მომწოდებელთან გადაცემა;
** საბაჟო სამსახურის საჭირო დოკუმენტაციით უზრუნველყოფა;
** მიღებული შეკვეთის ყოველდღიური მონიტორინგი;
** მოლაპარაკებები მომწოდებლებთან (ტრანსპორტირების კომპანიებთან) საუკეთესო ლოგისტიკური ფასების მისაღებად.
** ბაზრის კვლევის ჩატარება, რათა მიიღოთ ინფორმაცია ბაზრის ტენდენციებისა და ფასების შესახებ

ჩვენს გუნდში ვეძებთ ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, რომელსაც აქვს:

** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ლოჯისტიკის მიმართულებით სასურველია გაყიდვების სფეროში;
** ინგლისური / რუსული ენის ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;

ჩვენი გუნდი კი გთავაზობთ:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ო. ონიაშვილის #2;
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, შაბათი და კვირა დასვენება;
** სამუშაო საათები : 10:00 - 19:00, ერთი საათი შესვენება;
** ანაზღაურება: 2400 ₾; (კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე)
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევა; (ინდივიდუალური და საოჯახო)
** Fitpass;
** წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day OFF.
** კარიერული წინსვლასა და დაწინაურების ხელშეწყობას;
** Fitpass

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: CV@kontakt.ge. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 18 აგვისტო (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი").

გისურვებთ წარმატებას!

** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია