Робота для біженців з України
CNC დანადგარის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: CNC დანადგარის სპეციალისტი
მომწოდებელი: Blue Waters
გამოქვეყნდა: 18 ივლისი / ბოლო ვადა: 18 აგვისტო
"ბლუ უოთერსის" გუნდი ეძებს ახალ წევრს - CNC დანადგარის სპეციალისტს!

Blue Waters მუშაობს ჩამდინარე/საკანალიზაციო წყლების ლოკალური გამწმენდი დანადგარების მონტაჟის და მომსახურების სფეროში. ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი არის ცენტრალური კანალიზაციის ეკოლოგიურად გამართლებული ალტერნატივა. ბიო-გამწმენდში ჩასული დაბინძურებული წყალი დანადგარის დახმარებით სუფთავდება ქიმიური და ორგანული ნარჩენებისგან, რაც კომფორტსა და ეკოლოგიაზე ზრუნვისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://bluewaters.ge

საინტერესო დეტალები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული 1250 ლარი + KPI 250 ლარი და ყოველთვიურად დაგენერირებული ბონუსი 1000-დან 2000 ლარამდე. საშუალოდ გამომუშავებული ანაზღაურება 3000 ლარი.
** 5 სამუშაო დღე: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; 09:00-დან 18:00 საათამდე.
** სამუშაო ლოკაცია: ლილო
** ანაზღაურებადი შვებულება: 24 სამუშაო დღე
** ჯანმრთელობის დაზღვევა

სამუშაოს აღწერა:

** ნაწილების კომპიუტერული მოდელირება;
** კონტროლის პროგრამის რედაქტირება, ჭრის რეჟიმის შერჩევა და ნაწილების დამუშავების პარამეტრების დაყენება;
** საჭრელი ხელსაწყოების (საჭრელები, დანები) და აპარატის სხვა სამუშაო ელემენტების შერჩევა, ხელსაწყოების ბლოკებში მონტაჟი, ყველა კომპონენტისა და მექანიზმის რეგულირება;
** მონტაჟი და მზა ნაწილის მოხსნა;
** კონტროლისა და გაზომვის ოპერაციები: დამუშავებული ნაწილების ზომების შესაბამისობის გაზომვა და კონტროლი ტექნიკურ სპეციფიკაციასთან;
** აპარატის სწორი მუშაობის მონიტორინგი გამაფრთხილებელი შუქებით და ციფრული დისპლეებით, საჭრელი ხელსაწყოს პერიოდული შემოწმება;
** კონტროლის პროგრამების რეგულირება და აპარატის კონფიგურაცია ნაწილების ყოველი ახალი პარტიისთვის;
** სამუშაო ადგილის მომზადება და მოწესრიგება.

მოთხოვნები:

** გამოცდილება მსგავს/მომიჯნავე სფეროში;
** ArtCAM პროგრამების კარგი ცოდნა.

გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hr.bluewaters.ge/Universalhelper_qazy/

აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე