Робота для біженців з України
კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული დაგეგმვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული დაგეგმვის მენეჯერი
მომწოდებელი: ციფრული მმართველობის სააგენტო
გამოქვეყნდა: 18 ივლისი / ბოლო ვადა: 28 ივლისი
სამუშაო პოზიციის დასახელება: ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული დაგეგმვისა და ანალიტიკური სამსახურის ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული დაგეგმვის მენეჯერი

ორგანიზაციის შესახებ:

სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს მიზნები საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სახელმწიფო სერვისების მიწოდება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფაა. დღეის მდგომარეობით, სააგენტოს 40-ზე მეტი სერვისით სარგებლობს ათეულობით კერძო და საჯარო დაწესებულება.

ჩვენი სააგენტოს ფუნქციები სამი ძირითადი მიმართულებითაა განსაზღვრული:

** ციფრული მმართველობა;
** ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოება;
** ინფორმაციულ-ტექნოლოგიური მხარდაჭერა.

სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
თანამდებობრივი სარგო: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სააგენტოს საქმიანობის პრიორიტეტებისა და სტრატეგიული მიმართულებების გათვალისწინებით, კვლევებისა და ანალიტიკური ხასიათის დოკუმენტების მომზადება, ელექტრონული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში;
** სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა უწყებიდან, დაწესებულებებიდან და სხვა მესამე პირებისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სიტუაციის ანალიზის/ანგარიშის მომზადება;
** სააგენტოს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან/ერთეულებიდან მიღებული შესაბამისი ინფორმაციის დამუშავება, სააგენტოს საქმიანობის კვარტალური და წლიური ანგარიშების შექმნა;
** სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტების აღსრულების ან საკანონმდებლო საფუძვლით განსაზღვრული სხვა მიზნით შექმნილ საბჭოებსა და სხვადასხვა სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობა;
** ციფრული მმართველობის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი სტანდარტების შემუშავება;
** დასაქმებულის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელმძღვანელ (ებ)ის მითითებებისა და დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი სამართლის, ბიზნესის ადმინისტრირების, საჯარო მმართველობის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** ციფრული მმართველობის/ კიბერუსაფრთხოების საკითხებზე მუშაობის გამოცდილება;
** კვლევებისა და ანალიტიკური ხასიათის დოკუმენტების მომზადების გამოცდილება;
** Microsoft Office-ის კარგად ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2).
** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2 წელი.

უნარ-ჩვევები:

** ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზი;
** მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობა;
** შედეგზე ორიენტაცია;
** პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

კონკურსის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესების შემთხვევაში, 2025 წლის 28 ივლისის ჩათვლით, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - vacancy@dga.gov.ge და მეილის Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული დაგეგმვის მენეჯერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე