დასახელება:
ქონების მართვის მთავარი კოორდინატორი
|
მომწოდებელი:
სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
|
გამოქვეყნდა: 18 ივლისი
/ ბოლო ვადა: 21 ივლისი
|
"სახელმწიფო სამხატვრო აკადემია" აცხადებს ვაკანსიას ქონების მართვის მთავარი კოორდინატორის თანამდებობაზე.
ანაზღაურება: 2225 ლარი;
სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დილის 09:30 სთ-დან 17:30 სთ-მდე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის აკადემიური ხარისხი საფინანსო ან/და ტექნიკური ან/და სამართალმცოდნეობის მიმართულებით.
** ქონების მართვასთან, მათ შორის ინვენტარიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება.
** გამოცდილება უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საქმიანობაში.
** სასურველია "საქართველოს კანონი სახელმწიფო ქონების შესახებ" და "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" საბაზისო ცოდნა.
** კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების Ms. Word, Ms. Excel კარგად ცოდნა;
საჭირო კომპეტენცია და უნარები
** კომუნიკაბელურობა
** ორგანიზებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობა
** გუნდური მუშაობის კულტურა
** აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბების უნარი
ძირითადი მოვალეობები:
** ახორციელებს აკადემიის კუთვნილებაში მყოფი შენობებისა და მიწის ნაკვეთების აღრიცხვიანობას და ** მატერიალურ ფასეულებათა ინვენტარიზაციას, ასევე მასთან დაკავშირებული დოკუმენტების შედგენას.
** აკადემიის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და ექსპლუატაციისათვის უვარგისი ჩამოსაწერი ქონების თაობაზე ადგენს სათანადო დოკუმენტებს.
** აკადემიის ინტერესებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ახორციელებს ორგანიზაციებთან მიმოწერებს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით.
** უზრუნველყოფს უძრავი ქონების აკადემიის სარგებლობაში აღრიცხვა-რეგისტრაციას, გამიჯვნა-გაერთიანებას კანონმდებლობით დადგენილი წესების მიხედვით.
** უზრუნველყოფს აკადემიის ბალანსზე არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას რეესტრში.
** საჭიროებისამებრ კანონმდებლობით დადგენილი წესების მიხედვით ახორციელებს უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირებას.
** მონაწილეობს იჯარის, ქვეიჯარის, ქირავნობის, ქვექირავნობის, თხოვების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
** უზრუნველყოფს აკადემიის ბალანსზე არსებული ქონების ინვენტარიზაციის კონტროლს.
** მონაწილეობს აკადემიის ბალანსზე არსებულ ქონებასთან დაკავშირებით გამართული ნებისმიერი კომისიის მუშაობაში.
** ამზადებს სტატისტიკურ მონაცემებს აკადემიის ბალანსზე არსებული ქონების შესახებ.
** პასუხისმგებელია აკადემიის კუთვნილებაში მყოფი ჩამოსაწერი ქონების, ასევე ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის დოკუმენტაციის შედგენაზე და დანიშნულების ადგილას გაგზავნაზე.
დაინტერესებულმა პირებმა 22 ივლისამდე გამოგზავნონ CV და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი შემდეგ მისამართზე: hr@art.edu.ge
|
|
|
|