Робота для біженців з України
აღმზრდელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აღმზრდელი
მომწოდებელი: WonderWell
გამოქვეყნდა: 18 ივლისი / ბოლო ვადა: 18 აგვისტო
საბავშვო ბაღი "WonderWell" აცხადებს ვაკანსიას აღმზრდელის პოზიციაზე,

სამუშაოს აღწერა:

** ბაღის მიერ შემუშავებულ - ბავშვის განვითარების სფეროებზე მუშაობა;
** ბაღში შემუშავებულ გრძელვადიან სასწავლო პროგრამაზე დაყრდნობით მოკლევადიანი სამუშაო გეგმის განსაზღვრა;
** ყოველდღიურად აუცილებელი თვალსაჩინო მასალის მომზადება და განმავითარებელი აქტივობების დაგეგმვა;
** ბავშვების მიმართ თბილი, მზრუნველი და ჯანსაღი ურთიერთობების დამყარება.

ტექნიკური დეტალები:

** სამუშაო დრო: ორშაბათი -პარასკევი - 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი (არასტანდარტული გადანაწილებით);
** ჯგუფში ბავშვების მაქსიმალური რაოდენობა: 12 ბავშვი;
** ასაკობრივი ჯგუფი: 1-3 წლამდე;
** ანაზღაურება: 800 - 1000 ლარი;
** ანაზღაურებადი შვებულება: წელიწადში 24 სამუშაო დღე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი აკადემიური განათლება პედაგოგიური მიმართულებით/ სტუდენტი;
** სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
** სიახლეებისადმი მიმღებლობა.

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეების შერჩევა;
** გასაუბრება.

სამუშაო ადგილი: საბურთალო - დელისი, შანხაის დასახლება, მარიკა ბარათაშვილის ჩიხი N 4ა - საბავშვო ბაღი "WonderWell";

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მეილზე: gvancanarimanidze@gmail.com

ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 574 010 636;
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე