Робота для біженців з України
ანაზღაურებადი სტაჟირება საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურშ
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურშ
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ
გამოქვეყნდა: 17 ივლისი / ბოლო ვადა: 27 ივლისი
"საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი" (სეუ) აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. №9;
განაკვეთი: ნახევარი

ძირითადი მოვალეობები:

** საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობა;
** სტუდენტებისთვის საერთაშორისო მობილობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და დაინტერესებულ სტუდენტებთან კომუნიკაციის წარმოება, სააპლიკაციო პროცესში დახმარება;
** სამსახურის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების კალენდრის მართვა;
** საერთაშორისო სტუდენტებისთვის ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა;
** საერთაშორისო სტუდენტების სასწავლო პროცესში და გარემოში ინტეგრაციის ხელშეწყობა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ბაკალავრი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;

კომპეტენცია და უნარები:

** გუნდში მუშაობის უნარი;
** დატვირთულ სამუშო რეჟიმში მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** შედეგებზე ორიენტირების უნარი;
** სწავლასა და თვითგანვითარებაზე ორიენტირების უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, 2025 წლის 27 ივლისის ჩათვლით, გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@seu.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე