დასახელება:
კვებისა და სასმელების ზედამხედველი
|
მომწოდებელი:
Ramada by Wyndham Tbilisi Old City
|
გამოქვეყნდა: 17 ივლისი
/ ბოლო ვადა: 17 აგვისტო
|
"Wyndham Hotels and Resorts" არის სასტუმროების ქსელი რომელიც დაარსდა 1981 წელს ნიუჯერსიში, აშშ. ქსელი გამოირჩევა მსოფლიოში ყველაზე მეტი ფრანჩაიზების რაოდენობით და აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Baymont, La Quinta, Ramada, Wyndham და სხვა.
"Ramada by Wyndham Tbilisi Old City" მდებარეობს ძველი თბილისის შუაგულში. სასტუმროს ტერასიდან იშლება ხედი ქალაქზე. ტერიტორიაზე უძველესი ისტორიული მარანი, რესტორანი და ტერასაა განთავსებული. მარანი, რომელიც მშენებლობის დროს სრულიად შემთხვევით იქნა აღმოჩენილი, საუკუნეებს ითვლის და დღეს თავისი ფუნქციები სრულად აქვს აღდგენილი. ძველი თბილისის ხასიათის თანხვედრა სასტუმროს თანამედროვე სტილთან ესთეტიკურ ერთიანობას ქმნის და სტუმარს ყოველთვის სასიამოვნო გარემოს უქმნის.
სასტუმრო "Ramada by Wyndham Tbilisi Old City" აცხადებს ვაკანსიას კვებისა და სასმელებისა ზედამხედველის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროს კვების ობიექტებზე სასმელებისა და კვების დეპარტამენტში მაღალი სტანდარტით სერვისის უზრუნველყოფა და სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება;
** სტუმრებისაგან შეკვეთის მიღება და დროული მიწოდების უზრუნველყოფა;
** სტუმრისთვის ყოველდღიური სპეციალური შეთავაზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** კვების ობიექტის ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის შეუფერხებლად წარმართვის უზრუნველყოფა, რესტორნის დარბაზის მომზადება სტუმრების მისაღებად;
** მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
** მარაგების კონტროლი და მონიტორინგი;
** რესტორნების ყველა დანაყოფის, კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა - დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
** დეპარტამენტის გუნდის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის ზედამხედველობა და სამუშაოს ეფექტურობის ზრდის უზრუნველყოფა;
** მომსახურების სტანდარტების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, სისუფთავისა და საკვების უსაფრთხოების კანონმდებლობის სრული დაცვა;
** რესტორნის საოპერაციო სისტემაში საკვებისა და სასმლის ხარჯების, ჩეკების, დარიცხვის ასახვა; ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;
** სტუმრების მხრიდან ჩივილის შემთხვევაში სწრაფი რეაგირება და პრობლემის მოგვარება, F&B მენეჯერის დროული ინფორმირება;
** კვების დეპარტამენტში თანამშრომლების სწავლება და გადამზადება;
საჭირო უნარები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნებისა და შედეგებზე ორიენტირებულობის უნარი;
** სტუმრის კმაყოფილებაზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობიანი, შრომისმოყვარე და ენერგიული;
საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:
** სასმელებისა და კვების მიმართულებით ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა.
** სარესტორნო საოპერაციო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
ანაზღაურება: 1500 ლარი.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: hr@ramadatbilisioldcity.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|