დასახელება:
ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
ედვინგსი
|
გამოქვეყნდა: 17 ივლისი
/ ბოლო ვადა: 17 აგვისტო
|
კომპანია "Adwings" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ფეიქართა ქ. N14 (გლდანის ხიდებთან, მ/ს სარაჯიშვილთან ახლოს)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 სთ-მდე (1 სთ შესვენება).
შაბათს 10:00სთ-დან 17:00სთ-მდე.
ანაზღაურება: 1500 (ხელზე ასაღები).
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ფუნქცია- მოვალეობები:
** საბუღალტრო პროგრამაში ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების აღრიცხვის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის მომზადება, პროგრამული აღრიცხვა-მონიტორინგი, დოკუმენტების მატერიალურად და ელექტრონულად დაარქივება;
** სალაროს/ბანკის ოპერაციების შესრულება.
** ანგარიშ ვალდებულ პირებზე გაცემული/ჩარიცხული თანხების კონტროლი;
** მარაგების აღრიცხვა, ინვენტარიზაციაში მონაწილეობა, ინვენტარიზაციის შედეგების ანალიზი, კონტროლი;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, ინვენტარიზაციაში მონაწილეობა, კონტროლი;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი, შედარების აქტების მომზადება, დებიტორებთან წერილობითი კომუნიკაცია დავალიანებების შედარებისა და ჩარიცხვების დროულად განხორციელების უზრუნველსაყოფად;
** სამეურნეო და სარემონტო ხარჯების დარიცხვა წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე;
** გაწეული მომსახურებების პროგრამული დარიცხვა, ფაქტურების დადასტურება, გამოწერის მოთხოვნა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, აუდიტის მიმართულებით.
** ბუღალტრული პროგრამა FINA-ს ცოდნა
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის და საბუღალტრო სტანდარტების საფუძვლების ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ხარისხზე, სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** სამუშოს დათქმულ ვადებში შესრულების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: hr@adwings.ge
|
|
|
|