Робота для біженців з України
მექანიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მექანიკოსი
მომწოდებელი: მინერალი
გამოქვეყნდა: 17 ივლისი / ბოლო ვადა: 17 აგვისტო
შპს "მინერალი", 2012 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და არის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, რომელიც აწარმოებს ინერტულ მასალას.

ჩვენი მისიაა - ვიყოთ შეუცვლელი პარტნიორი სამშენებლო სექტორისთვის მათზე მორგებული, დახვეწილი და კომფორტული ტექნოლოგიური სერვისებით.

შპს "მინერალში"-ში ვეძებთ მექანიკოსს და გთავაზობთ გუნდურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.

ანაზღაურება: გამოცდილებიდან გამომდინარე
სამუშაო საათები: ცვლებით (08:00-17:00; 17:00-01:00)
მისამართი: თბილისთან ახლოს, მარტყოფის რაიონი სოფელი სააკაძე.

ძირითადი ფუნქციები:

** წარმოებაში არსებული მექანიკური, ელექტრო-ტექნიკური სისტემების/დანადგარების ყოველდღიური შემოწმება და კონტროლი
სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალების გამოყენება, აღრიცხვა, კონტროლი
** დანადგარების დაზიანების შემთხვევაში პრობლემის იდენტიფიცირება/დიაგნოსტიკა და შესაბამისი დროული რეაგირება
** საექსპლუატაციო, სარემონტო და ტექნიკური სამუშაოების ჩატარება/ შესრულებაში მონაწილეობის მიღება
** დაზიანებების და ავარიების ანალიზი
** მოწყობილობების გამართულობის წინასწარი შემოწმების ჩატარება;
** მექანიკური მოწყობილობების და სისტემების დიაგნოსტიკა, მომსახურება, შეკეთება და ტესტირება;
** შეცვლილი ნაწილების დასაწყობება/მონიტორინგი
** ელექტრობის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პუნქტუალობა

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** მეგობრულ გარემოს
** სტაბილურ სამუშაოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას

თუ დაინტერესდით ამ ვაკანსიით და ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ მოცემულ მოთხოვნებს, შეგიძლიათ გააგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@minerall.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 595 010203.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე