დასახელება:
შრომის უსაფრთხოების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
კომპანია
|
გამოქვეყნდა: 17 ივლისი
/ ბოლო ვადა: 17 აგვისტო
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შრომის უსაფრთხოების პოლიტიკით გათვალისწინებული ნორმებისა და პროცედურების დაცვის კონტროლი;
** შრომის უსაფრთხოების პოლიტიკით გათვალისწინებული სწავლებების გრაფიკის შედგენა, ორგანიზება და ჩატარების უზრუნველყოფა;
** შრომის უსაფრთხოების მომსახურე კომპანიასთან კომუნიკაცია და მათი მითითებების/რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფა და შესრულების კონტროლი;
** შრომის უსაფრთხოების მომსახურე კომპანიის მიერ შედგენილი პრევენციული და რისკების შესამცირებელი ღონისძიებების შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი;
** კონტრაქტორი კომპანიების მიერ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩატარებული საქმიანობის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** რუსული ენის ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა (კატეგორია B);
** სასურველია კანდიდატს ჰყავდეს პირადი ავტომობილი.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა.
გარანტიები:
** კანდიდატი შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე;
** უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები.
სამუშაო განაკვეთი: სრული
შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა: განსაზღვრული ვადით
შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად
მდებარეობა: თბილისი
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: info@splendidtbilisi.com.
ელფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: განაცხადის გამოგზავნით გვაძლევთ თანხმობას, რომ მიღებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება აპლიკანტის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიების მოთხოვნებიდან გამომდინარე. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაციის განახლება, დამატება ან/და წაშლა. ამისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე: info@splendidtbilisi.com.
|
|
|
|