დასახელება:
შესყიდვების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო
|
გამოქვეყნდა: 17 ივლისი
/ ბოლო ვადა: 01 აგვისტო
|
სსიპ - "ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს კონკურსს AFD გრანტისთვის შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
ორგანიზაციის შესახებ:
ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების დანერგვა და მართვა;
ინტეგრირებული სასერვერო და ქსელური ინფრასტრუქტურის შექმნა, მისი უსაფრთხო და ეფექტური მუშაობის და განვითარების უზრუნველყოფა;
კომპიუტერული ტექნიკისა და პერიფერიული მოწყობილობების, ტელესაკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ინფორმაციული სისტემების და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
შესაბამისი სახელმწიფო სერვისების მართვის ინტეგრირებული ციფრული სისტემების შემუშავება, დანერგვა, მხარდაჭერა და განვითარება.
სააგენტო ავითარებს და მხარს უჭერს ფართო გამოყენების 100- მდე ციფრულ სისტემას და მოდულს;
ფუნქციები:
** IT შესყიდვების დაგეგმვა;
** ბაზრის კვლევა და ანალიზი;
** სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება;
** სატენდერო და რელევანტური ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული მხარეებისთვის;
** საბოლოო მომწოდებლის შერჩევის მიზნით ღონისძიებების გატარება;
** კონტრაქტების ფორმირების პროცესის მართვა;
** შესყიდვების, ფინანსური და ბიუჯეტური ანგარიშების მომზადება;
** პროცედურების და წესების შესახებ ინფორმაციის მოკვლევა, შესწავლა და პროცესის შესაბამისად წარმართვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების გრანტების ფარგლებში შესყიდვების განხორციელების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების ფარგლებში რეპორტინგის და ანგარიშგების გამოცდილება;
** საქართველოს შესყიდვების საკანონმდებლო ბაზის ცოდნა;
** ინგლისური ენა B2-C1;
** სასურველია სახელმწიფო ორგანიზაციის ფარგლებში შესყიდვების გამოცდილება;
** სასურველია საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შესყიდვის წესების ცოდნა;
დამატებითი უნარები:
** ანალიტიკურად და ტექნიკურად აზროვნების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის და პრობლემაზე კონცენტრაციის უნარი;
** გუნდური მუშაობა და კომუნიკაბელურობა;
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 01.08.2024
დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@ita.gov.ge და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
სსიპ - ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო გისურვებთ წარმატებას!
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. შესაბამისად, რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში სსიპ ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო იტოვებს უფლებას, დაამუშაოს აპლიკანტის პერსონალური მონაცემები შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
|
|
|
|