Робота для біженців з України
პირადი მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პირადი მძღოლი
მომწოდებელი: ფიზიკური პირი
გამოქვეყნდა: 17 ივლისი / ბოლო ვადა: 17 აგვისტო
ფიზიკური პირი აცხადებს ვაკანსიას პირადი მძღოლის თანამდებობაზე.

პირობები:

** სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი/ საბურთალო
** გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე (კვირა დასვენება)
** 10:30 სთ-დან საღამოს 8 სთ-მდე
** ანაზღაურება: 2000 ლარი, გაზრდის პერსპექტივით
** შესაძლებელია საჭირო გახდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება (ღამის გათენება ან კვირა დღეს მუშაობა), რომელიც აუცილებლად დამატებით ანაზღაურდება.
** დამატებითი ბენეფიტი: ძირითად შემთხვევებში დამსაქმებელი უზრუნველყოფს კვებას ან გასცემს შესაბამის ანაზღაურებას.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მართვის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
** თბილისის გზებისა და მარშრუტების კარგი ცოდნა, აგრეთვე ქალაქგარეთ მოძრაობის გამოცდილება;
** პუნქტუალურობა, სისუფთავე და მოწესრიგებულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი`
** კეთილსინდისიერება, კონფიდენციალურობის დაცვა და პროფესიონალიზმი;

ფუნქცია-მოვალეობები:

** დამსაქმებლის ყოველდღიური გადაადგილების უზრუნველყოფა;
** მოქმედი საგზაო წესების დაცვით გადაადგილება;
** დაქვემდებარებული ავტომობილის სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
** დაქვემდებარებული ავტომობილის ტექნიკური გამართულობის მუდმივი კონტროლი და ხარვეზების/დაზიანებების აღმოჩენის შემთხვევაში დამსაქმებლისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** დამსაქმებლის დავალებით შესყიდვების წარმოება გადაცემული სიის მიხედვით;
** მგზავრის ან სტუმრის აეროპორტში გაცილება ან/და აეროპორტში დახვედრა;
** დაქვემდებარებული ავტომობილისთვის გაწეული ხარჯების აღრიცხვა
** ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სწორი რეაგირება დამსაქმებლისთვის ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდება, სადაზღვევო კომპანიაში დარეკვა;
** ხელშეკრულების ფარგლებში დამსაქმებლის სხვა დავალებების შესრულება;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: labartkavam@gmail.com.

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე