დასახელება:
ინფრასტრუქტურის მხარდაჭერის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
თეგეტა მოტორსი
|
გამოქვეყნდა: 17 ივლისი
/ ბოლო ვადა: 17 აგვისტო
|
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, თეგეტა მოტორსში ინფრასტრუქტურის მხარდაჭერისა და მეინთენენსის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
** დეპარტამენტის საქმიანობის პროცესის გაუმჯობესებისა და ავტომატიზაციის პროცესის წარმართვა;
** დეპარტამენტის წლიური ბიუჯეტის ჩამოყალიბება და მართვა;
** დეპარტამენტის ხარჯების ოპტიმიზაციაზე მუდმივი ზრუნვა და მონიტორინგი;
** კომპანიის ინფრასტრუქტურის მართვა და გამართულად ფუნქციონირების მონიტორინგი;
** დადგენილი სამუშაო სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** იდენტიფიცირებული ხარვეზების აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
** ფილიალების ხელმძღვანელებთან აქტიური კოორდინაცია, საჭიროებების დადგენა და პრობლემების აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
** ტექნიკური გუნდის კოორდინირება, სამუშაოების პრიორიტეტიზაცია და მართვა;
** ინფრასტრუქტურული მიმართულებით გეგმიური სამუშაოების ჩატარება;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული პროექტების დაგეგმვა და მართვა;
** კომპანიის მასშტაბით, ყოველთვიური კომუნალური ხარჯების აღრიცხვა;
** სამშენებლო-სარემონტო პროექტებისათვის სამუშაოს დაგეგმვა.
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
** უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების ან ტექნიკური მიმართულებით);
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** ინფრასტრუქტურულ და ტექნიკურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
** ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფინანსური მონიტორინგის გამოცდილება;
** სამუშაო პროცესების ავტომატიზაციის პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება (სასურველია);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, Word, PowerPoint); ERP/CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტაში დაგხვდება:
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1859
|
|
|
|