Робота для біженців з України
საინფორმაციო ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საინფორმაციო ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ენმედიცი
გამოქვეყნდა: 17 ივლისი / ბოლო ვადა: 17 აგვისტო
კლინიკა "ენმედიცი" აცხადებს საინფორმაციო ცენტრის ოპერატორის ვაკანსიას სათავო კლინიკაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო მიმართულებით)
** სამუშაო გამოცდილება - (აუცილებელია 1 წელი სამედიცინო დაწესებულებაში მსგავს პოზიციაზე)
** MS Office-ს კარგი ცოდნა.
** გამართული წერითი და ვერბალური უნარები.
** რუსული ენის ცოდნა

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** სამედიცინო ცენტრში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი, პაციენტის კონსულტირება მომსახურების მაქსიმალურად კომფორტულად მისაღებად.
** პაციენტებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება, დაკვალიანება, კომპეტენციის ფარგლებში, ან გადამისამართება შესაბამის პირთან;
** პაციენტისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის დროული მიწოდება, ექიმთან ვიზიტზე ჩაწერის უზრუნველყოფა;
** პაციენტის ინფორმირება კლინიკაში ამბულატორიული მომსახურების ფასებთან დაკავშირებით, კვლევისთვის საჭირო წინასწარი მომზადების წესთან დაკავშირებით;
** პაციენტების მხრიდან გამოვლენილი შენიშვნების და უკმაყოფილების ფაქტების შესახებ, ხელმძღვანელის ინფორმირება, პრობლემური სიტუაციების მოგვარება. (კომპეტენციის ფარგლებში);
** ბინაზე გამოძახების დარეგისტრირება და გამსვლელი ბრიგადის ინფორმირება;
** სოციალურ მედიაში სამედიცინო სერვისებით დაინტერესებული მომხმარებლისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება;
** პაციენტის დროულად დაკვალიანების მიზნით, სამედიცინო პერსონალზე (ექიმებზე) ინფორმაციის ფლობა მათი სამუშაო ადგილზე ყოფნის შესახებ;

დამატებითი მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** ენერგიული;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე.
ანაზღაურება: 800 ლარიდან + ბონუსები
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლავრენტი მანაგაძის ქ. N3 ყოფილი წინანდლის ქ. N9-11 (300 არაგველების მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@enmedic.com. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე