Робота для біженців з України
ქართული ენა და ლიტერატურის კათედრის თავმჯდომარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქართული ენა და ლიტერატურის კათედრის თავმჯდომარე
მომწოდებელი: UG სკოლა
გამოქვეყნდა: 17 ივლისი / ბოლო ვადა: 17 აგვისტო
"იუჯი სკოლა" აცხადებს ვაკანსიას ქართული ენა და ლიტერატურის კათედრის თავმჯდომარის პოზიციაზე.

"იუჯი სკოლა" არის საერთაშორისო სკოლა, რომელიც ახორციელებს სწავლებას როგორც ქართულ, ასევე ბრიტანულ (Cambridge Pathway) პროგრამაზე. ის სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტების განათლებას და თანამედროვე მეთოდებს, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და მომავალი ლიდერების აღზრდას.

მოთხოვნები:

** შესაბამისი უმაღლესი განათლება;
** პედაგოგიური გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საგნობრივი და მეთოდოლოგიური კომპეტენციები (შეფასება, დიფერენცირება);
** მასწავლებლის მხარდაჭერის, შეფასების და განვითარების უნარი;
** გაკვეთილის დაკვირვება/ანალიზის უნარი;

ფუნქცია მოვალეობები:

** კათედრის სამუშაო შეხვედრების გაძღოლა, სამოქმედო გეგმის შემუშავება;
** კათედრების შეხვედრების ორგანიზება (შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება);
** კათედრის სამუშაო გეგმის შესრულების უზრუნველყოფა და გაწეული საქმიანობის მონიტორინგი;
** კათედრის ეფექტურად მუშაობის უზრუნველყოფა და განვითარებისთვის სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება.
** სემესტრული და წლიური ანგარიშების შემუშავება;
** პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო აქტივობების ორგანიზება.
** გაკვეთილებზე დასწრება, პედაგოგიური პრაქტიკის შეფასება, უკუკავშირის მიწოდება და ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით ხარისხის ჯგუფთან ერთად რეკომენდაციების შემუშავება;
** საგნობრივი პროგრამების განხორციელების მონიტორინგი და გამოვლენილი საჭიროებების მიხედვით გაუმჯობესების გეგმის შედგენა;
** სკოლის როგორც შიდა ისე გარე ღონისძიებებში კათედრის წევრების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა;
** ქართულ ენასა და ლიტერატურაში დიაგნოსტიკური წერების ჩატარების უზრუნველყოფა;
** შემოქმედებითი პროექტების დაგეგმვა მასწავლებლებთან ერთად და დახმარების გაწევა მასწავლებლებს დაგეგმილი აქტივობების/პროექტების განხორციელებაში;
** სამუშაო შეხვედრების ორგანიზება მასწავლებლებთან;
** დაგეგმილი აქტივობების/პროექტების განხორციელების მონიტორინგი;

უნარები:

** თავაზიანი;
** ენერგიული;
** ორგანიზებული;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშობის უნარი;
** პასუხისმგებლობიანი;
** შრომისმოყვარე;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;

სკოლაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

** პირადობის მოწმობის ასლი;
** ავტობიოგრაფია/ CV;
** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (დიპლომი);
** ფოტოსურათი ¾-ზე დაბეჭდილი და ციფრული ფორმით;
** კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
** ცნობა ნასამართლობის შესახებ;
** ცნობა სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლობის შესახებ;
** უფლების ჩამორთმევის შესახებ;
** ჯანმრთელობის ცნობა.
** 2 სარეკომენდაციო წერილი - რეკომენდატორი პირების საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: ugschoolvacancies@ug.edu.ge (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება)

მისამართი: თბილისი, მერაბ კოსტავას ქ. N 77ა.

"იუჯი სკოლაში" თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. მოგახსენებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "იუჯი სკოლის" მიერ დამუშავდება ვაკანტურ პოზიციასთან შესაბამისობის დადგენის, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) სკოლისთვის გაგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს წარდგენილი ინფორმაცია.

"იუჯი სკოლაში" შრომით ურთიერთობასა და წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში აკრძალულია დისკრიმინაცია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი)კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე