დასახელება:
მონიტორინგის ინჟინერი
|
მომწოდებელი:
ავერსი-რაციონალი
|
გამოქვეყნდა: 17 ივლისი
/ ბოლო ვადა: 17 აგვისტო
|
ფარმაცევტული საწარმო შპს "ავერსი-რაციონალი" აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის ინჟინრის თანამდებობაზე.
პასუხისმგებლობა და მოვალეობები:
** საინჟინრო მონიტორინგის საკითხების ორგანიზება.
** საწარმოო სისტემებში (სუფთა სათავსი, შეკუმშული ჰაერი და ა.შ.) მონიტორინგის მონაცემების დამუშავება და სტატისტიკის წარმოება.
** სათავსების მიკროკლიმატური პარამეტრების მონიტორინგის სისტემების გამართული ფუნქციონირება.
** საკვალიფიკაციო/სავალიდაციო გაზომვებში მონაწილეობა.
შერჩეულ თანამშრომელთან, საქმიანობის დაწყებამდე, მოხდება შესაბამისი ტრენინგების ჩატარება და ყველა საჭირო პროცედურასთან გაცნობა!
მოთხოვნები:
** უმაღლესი ტექნიკური განათლება
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
სამუშაო გრაფიკი:
** ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00სთ-დან 18:00სთ-მდე
** სამუშაო ადგილი: ლილო, დავით კობახიძის ქ. 33
** პერსონალს ემსახურება ტრანპორტი
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ CV აღნიშნულ ბმულზე: https://aversi.bo.ge/recruit/form/6cc9d178d6ac25b92a4e286f8abdc4a0
შენიშვნა:
წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV/ანკეტის წარდგენა/შევსება, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე.
CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება გამოცხადებული/მსგავსი ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 3 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ნაბეჭდი სახით.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
|
|
|
|