დასახელება:
ბრენდ მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Garderobe group (შპს ვიქტორია 98)
|
გამოქვეყნდა: 17 ივლისი
/ ბოლო ვადა: 17 აგვისტო
|
"Garderobe Group" (შპს "ვიქტორია 98") საქართველოს ბაზარზე 1996 წლიდან არსებობს და წარმოადგენს მამაკაცისა და ქალის მსოფლიოში წამყვან ევროპულ ბრენდებს. ჩვენ, პირველად საქართველოში, ქართველ მომხმარებელს შევთავაზეთ ისეთი პრემიუმ ბრენდების ფართო არჩევანი, როგორიცაა: Roy Robson, Fynch Hatton, Hiltl, SeidenSticker, Joop ! Bottega Veneta, Santoni, Aquazzura, Ferragamo, Dolce&Gabbana, Jimmy Choo .
"ვიქტორია98", ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, ისეთ საერთაშორისოდ აღიარებული და ცნობილი ბრენდების, როგორიცაა: " ZEGNA` "HUGO" "BOSS` და "PAUL&SHARK".
ჩვენი მიზანია, მომხმარებლების საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და საუკეთესო პროდუქციის შეთავაზება.
ჩვენი მიზანია, მომხმარებლების საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და საუკეთესო პროდუქციის შეთავაზება.
მაღაზიების ქსელი " ZEGNA" "HUGO" "BOSS` "PAUL&SHARK" "GARDEROBE` და "GENTLEMAN " აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: 6000 ლარი (გამოსაცდელი პერიოდი 4 000 ლარი)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის პოლიტიკის და პროცედურების დაცვით, მაღაზიების ეფექტურად მუშაობის კონტროლი.
** გაყიდვების შედეგების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი, ტენდენციების შესაძლებლობების და გაუმჯობესების მიზნით;
** ბაზრის კვლევა და კონკურენტების ანალიზი (ტენდენციების თვალყურის დევნება, მომხმარებლის ქცევის ანალიზი და მომხმარებელთა საჭიროების განსაზღვრა);
** კომპანიის უცხოელ პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაცია;
** ბაზრის და გაყიდვების ანალიზის საფუძველზე ზუსტი შეკვეთების და ოპტიმალური შესყიდვების განხორციელება;
** დაქვემდებარებული პერსონალის სამუშაოს სწორად დაგეგმვა, გადანაწილება და შესრულების კონტროლი;
** პროდუქციის სრულყოფილად შესწავლა. პროდუქციის შესახებ საჭირო ინფორმაციით კონსულტანტების უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში მათი დატრენინგება.
** მაქსიმალური მოგებისთვის ბიუჯეტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** HR-თან კომუნიკაცია, ადამიანური რესურსების სწორად შერჩევის და ეფექტურად გამოყენების მიზნით.
** ბრენდის სტანდარტების დაცვით, მაღაზიებში რეგულარულად ვიზიტი, ჩვენების ეფექტურობის შეფასება და საჭირო კორექტირების შეტანა გაყიდვების გაუმჯობესების მიზნით.
** ბრენდის ვიზუალური იდენტობის კონტროლი. მაღაზიის ვიტრინების, პროდუქტების შეფუთვისა და სარეკლამო მასალების შესაბამისობა ბრენდის სტანდარტებთან;
** მაღაზიების რეალიზაციის სტატისტიკის წარმოება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** უმაღლესი განათლება (მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მოდის ინდუსტრიის მიმართულებით);
** 3 წლიანი გამოცდილება ბრენდ მენეჯერის, მარკეტინგის ან მოდის სფეროს მიმართულებით;
** საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ბაზრის ანალიზისა და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვის გამოცდილება;
** ექსტრემალურ სიტუაციებში რაციონალური გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გუნდის მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სწრაფად რეაგირების უნარი;
** ყურადღებიანი;
** კეთილსინდისიერი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@victoria98.com.ge.
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბრენდ მენეჯერი".
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|