Робота для біженців з України
ლოჯისტიკის მენეჯერის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოჯისტიკის მენეჯერის თანაშემწე
მომწოდებელი: DG ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 17 ივლისი / ბოლო ვადა: 17 აგვისტო
კომპანია "DG ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის თანაშემწეს პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1500 ლარი;
გრაფიკი: კვირაში 5 დღე (40 საათი) 10:00-19:00 საათი.
მდებარეობა: თბილისი, ლილო;
ბენეფიტები: ტრანსპორტირება, კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთების დამუშავება, დახარისხება და მძღოლ-ამწყობებისთვის გამზადება;
** ონლაინ შემოსული შეკვეთების სწორად შეგროვების კონტროლი;
** საწყობში შემოსული პროდუქციის დახარისხებისა და ინდუსტრიულ თაროებზე სწორად განთავსების კონტროლი;
** საწყობში არსებული ინვენტარისა და აღჭურვილობის მოვლა-პატრონობა;
** ონლაინ ქოლ-ცენტრის ოპერატორების კონტროლი;
** მომხმარებლებთან დაკავშირებისა და მიტანის პირობებზე შეთანხმების კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული)
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ERP პროგრამების ცოდნა (APEX; 1C)

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@dgholding.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე