დასახელება:
დისტანციური გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ტერაბანკი
|
გამოქვეყნდა: 17 ივლისი
/ ბოლო ვადა: 17 აგვისტო
|
საცალო საბანკო საქმიანობის განყოფილების გუნდში დისტანციური გაყიდვების მენეჯერს ვეძებთ.
ეს ვაკანსია შენთვისაა თუ:
** ახლა იწყებ სამუშაო კარიერას
** ფიქრობ, რომ ხარ კომუნიკაბელური და გაქვს გაყიდვების უნარი
** გინდა საფინანსო სექტორში განავითარო შენი კარიერა
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
** გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, თამამად გამოხატო იდეები და დაგეგმო შენი კარიერა გრძელვადიანად
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: თბილისი
** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი
** ფიქსირებული ანაზღაურება + კვარტალური ბონუსი
შენი მოვალეობა იქნება:
** სატელეფონო გაყიდვები
** ახალი მომხმარებლის მოზიდვა და პორტფელის გაზრდა
** ბანკის არსებული მომხმარებლისთვის დამატებით საკრედიტო და საოპერაციო პროდუქტების შეთავაზება
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე HR@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება | დისტანციური გაყიდვების მენეჯერი.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 31 ივლისი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|