დასახელება:
შემომსვლელი პუნქტის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
თბილისი დრაი პორტი
|
გამოქვეყნდა: 17 ივლისი
/ ბოლო ვადა: 16 აგვისტო
|
"თბილისი დრაი პორტი" არის სასაწყობე/ლოგისტიკური ცენტრი. კომპანიის საქმიანობა მოიცავს ფოთისა და ბათუმის საზღვაო პორტებში შემოსული ტვირთის რკინიგზით და ავტოტრანსპორტით შემოტანას თბილისი დრაი პორტში, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა სატრანსპორტო ოპერაციის ერთ ადგილზე განხორციელება, მათ შორის: ტვირთების სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით მიღება, ჩამოტვირთვა, დროებითი განთავსება-დასაწყობება, ამავე ტვირთების დატვირთვა და რეალიზაცია. პორტი მის მომხმარებლებს სთავაზობს სერვისების ერთობლიობას: A და B კლასის საწყობს, ღია ზონაში სასაწყობო სამანქანე ტერმინალს, საკონტეინერო ტერმინალს სხვადასხვა ოპერაციებისთვის და საბაჟო ზონას ყველა საჭირო საბაჟო ფორმალობისთვის. თბილისის მშრალი პორტი მდებარეობს საქართველოს დედაქალაქში, რომელიც საზღვაო პორტებიდან და მეზობელი ქვეყნებიდან დაახლოებით 380 კმ-ით არის დაშორებული.
"თბილისი დრაი პორტის" გახსნასთან დაკავშირებით, კომპანია აცხადებს ვაკანსიას შემომსვლელი პუნქტის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქინძმარაულის 37
სამუშაო საათები: კვირაში 5 დღე, 40 საათიანი სამუშაო კვირა
ფუნქცია-მოვალეობები:
** ავტომობილის მიმღებისგან საბოლოო დოკუმენტების დასრულების შემდეგ, მიიღებს აღნიშნულ საბუთებს, გადაამოწმოს ყველა დოკუმენტაცია და დაიწყოს ავტომობილის გაშვების პროცესი რიგის ნომრის მიხედვით.
** გადასცეს ინფორმაცია პარკინგის ოპერატორს, რომ დაიწყონ ავტომობილის მიწოდება კლიენტამდე.
** ნებართვა მისცეს მიმღებს, რომ შევიდეს სპეციალურად გამოყოფილ ზონაში ავტომობილის მისაღებად.
** დარწმუნდეს, რომ ყველა საჭირო პროცედურა შესრულებულია ასევე სისტემურად ყველაფერი დასრულებულია სწორად, რადგან ავტომობილის გაშვების პროცესი არ შეფერხდეს და გავიდეს გამშვებ პუნქტში შეუფერხებლად.
** ნებისმიერი გაურკვევლობისას ან დამატებითი პრობლემის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართოს სუპერვაიზერს.
** ავტომობილის გაყვანის დროს, აუცილებელია კოორდინაცია გაუწიოს, მტვირთავის მძღოლს და მისცეს მითითებები. ასევე ვალდებულია უზრუნველყოს ყველა საჭირო ტექნიკა და მოახდინოს ავტომობილის დატვირთვა/გაყვანა უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით.
გამოცდილება, უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქართული ენის ცოდნა (წერითი, ზეპირი)
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე HR@tbilisidryport.com არაუგვიანეს 2025 წლის 16 აგვისტოსი.
გთხოვთ, ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს.
თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.
წარმატებას გისურვებთ!
|
|
|
|