დასახელება:
პარკინგის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
თბილისი დრაი პორტი
|
გამოქვეყნდა: 17 ივლისი
/ ბოლო ვადა: 16 აგვისტო
|
"თბილისი დრაი პორტი" არის სასაწყობე/ლოგისტიკური ცენტრი. კომპანიის საქმიანობა მოიცავს ფოთისა და ბათუმის საზღვაო პორტებში შემოსული ტვირთის რკინიგზით და ავტოტრანსპორტით შემოტანას თბილისი დრაი პორტში, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა სატრანსპორტო ოპერაციის ერთ ადგილზე განხორციელება, მათ შორის: ტვირთების სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით მიღება, ჩამოტვირთვა, დროებითი განთავსება-დასაწყობება, ამავე ტვირთების დატვირთვა და რეალიზაცია. პორტი მის მომხმარებლებს სთავაზობს სერვისების ერთობლიობას: A და B კლასის საწყობს, ღია ზონაში სასაწყობო სამანქანე ტერმინალს, საკონტეინერო ტერმინალს სხვადასხვა ოპერაციებისთვის და საბაჟო ზონას ყველა საჭირო საბაჟო ფორმალობისთვის. თბილისის მშრალი პორტი მდებარეობს საქართველოს დედაქალაქში, რომელიც საზღვაო პორტებიდან და მეზობელი ქვეყნებიდან დაახლოებით 380 კმ-ით არის დაშორებული.
"თბილისი დრაი პორტის" გახსნასთან დაკავშირებით, კომპანია აცხადებს ვაკანსიას პარკინგის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქინძმარაულის 37
სამუშაო საათები: კვირაში 5 დღე, 40 საათიანი სამუშაო კვირა
ფუნქცია-მოვალეობები:
** დაცლის ზონიდან შემოსულ ავტომობილებს შეუმოწმოს VIN კოდი და მიანიჭოს საპარკინგე ნომერი. საჭიროებიდან გამომდინარე, შეუძლია გადააადგილოს ავტომობილები საპარკინგე სლოტებზე და მაშინვე ასახოს ეს ტერმინალის საოპერაციო სისტემაში (TOS).
** პასუხისმგებელია ნებისმიერი იმ ტვირთის დაზიანება/დაკარგვაზე, საბაჟო ტერიტორიის უნებართვოდ დატოვებაზე, რომელიც აღნიშნულია წინამდებარე ინსპექციის ფორმაზე (CHECKLIST)
** მიაწოდოს მტვირთავის მძღოლს ინფორმაცია თუ რომელ საპარკინგე ადგილას უნდა დადოს ავტომობილი და გაუწიოს სრული დახმარება ავტომობილის განთავსებაზე
** დროულად უნდა განაახლოს ყველა საჭირო ინფორმაცია ტერმინალის საოპერაციო სისტემაში (TOS).
** უზრუნველყოს ავტომობილების უსაფრთხო და დროული გადაადგილება შიდა ოპერაციულ ზონებს შორის.
** ავტომობილის გაყვანის დროს, აუცილებელია კოორდინაცია გაუწიოს, მტვირთავის მძღოლს და მისცეს მითითებები. ასევე ვალდებულია უზრუნველყოს ყველა საჭირო ტექნიკა და მოახდინოს ავტომობილის დატვირთვა/გაყვანა უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით.
გამოცდილება, უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქართული ენის ცოდნა (წერითი, ზეპირი)
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე HR@tbilisidryport.com არაუგვიანეს 2025 წლის 16 აგვისტოსი.
გთხოვთ, ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს.
თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.
წარმატებას გისურვებთ!
|
|
|
|