დასახელება:
მსუბუქი ავტომობილების გადამუშავების სუპერვაიზერი
|
მომწოდებელი:
თბილისი დრაი პორტი
|
გამოქვეყნდა: 17 ივლისი
/ ბოლო ვადა: 16 აგვისტო
|
"თბილისი დრაი პორტი" არის სასაწყობე/ლოგისტიკური ცენტრი. კომპანიის საქმიანობა მოიცავს ფოთისა და ბათუმის საზღვაო პორტებში შემოსული ტვირთის რკინიგზით და ავტოტრანსპორტით შემოტანას თბილისი დრაი პორტში, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა სატრანსპორტო ოპერაციის ერთ ადგილზე განხორციელება, მათ შორის: ტვირთების სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით მიღება, ჩამოტვირთვა, დროებითი განთავსება-დასაწყობება, ამავე ტვირთების დატვირთვა და რეალიზაცია. პორტი მის მომხმარებლებს სთავაზობს სერვისების ერთობლიობას: A და B კლასის საწყობს, ღია ზონაში სასაწყობო სამანქანე ტერმინალს, საკონტეინერო ტერმინალს სხვადასხვა ოპერაციებისთვის და საბაჟო ზონას ყველა საჭირო საბაჟო ფორმალობისთვის. თბილისის მშრალი პორტი მდებარეობს საქართველოს დედაქალაქში, რომელიც საზღვაო პორტებიდან და მეზობელი ქვეყნებიდან დაახლოებით 380 კმ-ით არის დაშორებული.
"თბილისი დრაი პორტის" გახსნასთან დაკავშირებით, კომპანია აცხადებს ვაკანსიას მსუბუქი ავტომობილების გადამუშავების სუპერვაიზერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქინძმარაულის 37
სამუშაო საათები: კვირაში 5 დღე, 40 საათიანი სამუშაო კვირა
ფუნქცია-მოვალეობები:
** ავტომობილების დაცლის სუპერვაიზერი, ვალდებულია გაუწიოს სწორი კოორდინაცია ყველა იმ პირს, რომელიც ჩართულია ავტომობილების დაცლის და გაცემის პროცესში.
** საბაჟოდან ტრანზიტული ნომრების მიღება/აღრიცხვა.
** ჰქონდეს პირდაპირი კომუნიკაცია ფორვარდერებთან, უშუალოდ მიმღებებთან, საბაჟოსთან და ყველა დაკავშირებულ მხარესთან. ავტომობილის დაცლის დროს გაითვალისწინოს და უზრუნველყოს, რომ ავტომობილების დაცლის პროცესს დაესწრებიან შესაბამისი მიმღების წარმომადგენლები.
** ყურადღება მიაქციოს და დარწმუნდეს, რომ სამუშაო არეალი მოწესრიგებულია, ტექნიკა გამართულ მდგომარეობაშია, ავტომობილების დაცლის პროცესში მომუშავე პირები ინსტრუქციების დაცვით და ხარისხიანად მუშაობენ.
** იქონიოს მჭიდრო კომუნიკაცია ყველა იმ თანამშრომელთან, ვინც ჩართულია და მონაწილეობს ავტომობილების დაცლის პროცესში.
** თუ ტერიტორიაზე უნებართვოდ იმყოფება უცხო პირი, დაუყოვნებლივ გაუწიოს მას კოორდინაცია და შეატყობინოს უსაფრთხოების სამსახურს.
** პასუხისმგებელია ავტომობილში არსებული ტვირთის ინსპექციაზე, საბაჟოს თანამშრომელთან ერთად, ტვირთის საწყობში შენახვაზე, შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენაზე და ფიზიკურად ტვირთზე აღნიშვნების გაკეთებაზე (label).
** ტერმინალის საოპერაციო სისტემაში (TOS) აწარმოოს აღრიცხვა და აკონტროლოს ყველა ის ტვირთი, რომელიც საწყობდება ან გაიცემა.
გამოცდილება, უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საოპერაციო სისტემებში მუშაობის გამოცდილება;
** საბაჟო პროცედურების და კანონმდებლობის მოთხოვნების ცოდნა;
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა (სალაპარაკო და წერითი);
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე HR@tbilisidryport.com არაუგვიანეს 2025 წლის 16 აგვისტოსი.
გთხოვთ, ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს.
თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.
წარმატებას გისურვებთ!
|
|
|
|