დასახელება:
ავტომობილების გადამუშავების ოპერატორი
|
მომწოდებელი:
თბილისი დრაი პორტი
|
გამოქვეყნდა: 17 ივლისი
/ ბოლო ვადა: 16 აგვისტო
|
"თბილისი დრაი პორტი" არის სასაწყობე/ლოგისტიკური ცენტრი. კომპანიის საქმიანობა მოიცავს ფოთისა და ბათუმის საზღვაო პორტებში შემოსული ტვირთის რკინიგზით და ავტოტრანსპორტით შემოტანას თბილისი დრაი პორტში, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა სატრანსპორტო ოპერაციის ერთ ადგილზე განხორციელება, მათ შორის: ტვირთების სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით მიღება, ჩამოტვირთვა, დროებითი განთავსება-დასაწყობება, ამავე ტვირთების დატვირთვა და რეალიზაცია. პორტი მის მომხმარებლებს სთავაზობს სერვისების ერთობლიობას: A და B კლასის საწყობს, ღია ზონაში სასაწყობო სამანქანე ტერმინალს, საკონტეინერო ტერმინალს სხვადასხვა ოპერაციებისთვის და საბაჟო ზონას ყველა საჭირო საბაჟო ფორმალობისთვის. თბილისის მშრალი პორტი მდებარეობს საქართველოს დედაქალაქში, რომელიც საზღვაო პორტებიდან და მეზობელი ქვეყნებიდან დაახლოებით 380 კმ-ით არის დაშორებული.
"თბილისი დრაი პორტის" გახსნასთან დაკავშირებით, კომპანია აცხადებს ვაკანსიას ავტომობილების გადამუშავების ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქინძმარაულის 37
სამუშაო საათები: კვირაში 5 დღე, 40 საათიანი სამუშაო კვირა
ფუნქცია-მოვალეობები:
** მოამზადოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია, გასახსნელად დაგეგმილი კონტეინერებისთვის.
** შეამოწმოს ლუქის ნომერი, კონტეინერის ნომერი, სანამ გაჭრის ლუქს.
** უნდა აკონტროლოს კონტეინერის დაცლის პროცესი, რათა არ მოხდეს 2 კონტეინერის ერთ დროულად დაცლა. მეორე კონტეინერის დაცლის პროცესი უნდა დაიწყოს მხოლოდ მაშინ, როდესაც პირველი კონტეინერის დაცლის პროცესი სრულად დამთავრდება.
** დაცლის დროს მიაწოდოს სწორი და გასაგები ინსტრუქციები გუნდს, რათა არ მოხდეს პროცესის შეფერხება და შექმნას უსაფრთხო სამუშაო გარემო.
** დაცლილი ავტომობილების VIN კოდის შემოწმება, შედარება წინამდებარე დოკუმენტებთან და მათ სისწორეში დარწმუნება.
** შეამოწმოს ავტომობილის მდგომარეობა, აღწეროს ფოტოსურათით. დაზიანებები უნდა ემთხვეოდეს წარდგენილი დოკუმენტებში აღნიშნულ დაზიანებებს.
** ფორვარდერთან (მიმღებთან) ერთად, უნდა შეავსოს მიღების ფორმა და მონიშნოს არსებული დაზიანებები, დარწმუნდეს რომ აღნიშნული თარიღი ემთხვევა ავტომობილის კონტეინერიდან გამოყვანის დღეს და მოაწეროს ორივე მხარემ ხელი აღნიშნულ ფორმას.
** შემოწმება, შეფასების შემდეგ, წინასწარ დაბეჭდილი და შევსებული ინსპექციის დოკუმენტები უნდა განათავსოს ავტომობილში. ასევე ავტომობილში განათავსოს ავტომობილისთვის მინიჭებული სანომრე სატრანზიტო ნომრები.
** პასუხისმგებელია აღკვეთოს ყველა იმ ტვირთის თუ აქსესუარის დაკარგვა, გატანა, დაზიანება რომელიც აღმოჩენილი იქნება ავტომობილში და ასევე დაფიქსირებული იყო ინსპექციის ფორმაში.
** უნდა შეამოწმოს ყველა ავტომობილი და ტვირთის აღმოჩენის შემთხვევაში, აუცილებლად აღნიშნოს, რათა მოხდეს, აღნიშნული ავტომობილის სპეციალურ შემოწმების ადგილას გადაყვანა.
** ნებისმიერი გაურკვევლობისას ან დამატებითი პრობლემის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართოს სუპერვაიზერს.
გამოცდილება, უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საბაჟო პროცედურების და კანონმდებლობის მოთხოვნების ცოდნა;
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა (სალაპარაკო და წერითი);
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე HR@tbilisidryport.com არაუგვიანეს 2025 წლის 16 აგვისტოსი.
გთხოვთ, ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს.
თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.
წარმატებას გისურვებთ!
|
|
|
|