დასახელება:
მიღება-ჩაბარების მოედნის ტექნიკური მხარდამჭერი
|
მომწოდებელი:
თბილისი დრაი პორტი
|
გამოქვეყნდა: 17 ივლისი
/ ბოლო ვადა: 16 აგვისტო
|
"თბილისი დრაი პორტი" არის სასაწყობე/ლოგისტიკური ცენტრი. კომპანიის საქმიანობა მოიცავს ფოთისა და ბათუმის საზღვაო პორტებში შემოსული ტვირთის რკინიგზით და ავტოტრანსპორტით შემოტანას თბილისი დრაი პორტში, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა სატრანსპორტო ოპერაციის ერთ ადგილზე განხორციელება, მათ შორის: ტვირთების სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით მიღება, ჩამოტვირთვა, დროებითი განთავსება-დასაწყობება, ამავე ტვირთების დატვირთვა და რეალიზაცია. პორტი მის მომხმარებლებს სთავაზობს სერვისების ერთობლიობას: A და B კლასის საწყობს, ღია ზონაში სასაწყობო სამანქანე ტერმინალს, საკონტეინერო ტერმინალს სხვადასხვა ოპერაციებისთვის და საბაჟო ზონას ყველა საჭირო საბაჟო ფორმალობისთვის. თბილისის მშრალი პორტი მდებარეობს საქართველოს დედაქალაქში, რომელიც საზღვაო პორტებიდან და მეზობელი ქვეყნებიდან დაახლოებით 380 კმ-ით არის დაშორებული.
"თბილისი დრაი პორტის" გახსნასთან დაკავშირებით, კომპანია აცხადებს ვაკანსიას მიღება-ჩაბარების მოედნის ტექნიკური მხარდამჭერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქინძმარაულის 37
სამუშაო საათები: კვირაში 5 დღე, 40 საათიანი სამუშაო კვირა
ფუნქცია-მოვალეობები:
** საჭიროებიდან გამომდინარე, დაბეროს ავტომობილზე საბურავები, გადაამოწმოს ჭანჭიკების მდგომარეობა საბურავებზე, დაქოქოს მანქანა დამხმარე აკუმულატორით.
** კლიენტის მოთხოვნიდან გამომდინარე მიამაგროს ავტომობილზე ის სატრანზიტო სანომრე ნიშნები, რომლებიც მოთავსებულია კონკრეტულ ავტომობილში.
გამოცდილება, უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქართული ენის ცოდნა (წერითი, ზეპირი)
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე HR@tbilisidryport.com არაუგვიანეს 2025 წლის 16 აგვისტოსი.
გთხოვთ, ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს.
თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.
წარმატებას გისურვებთ!
|
|
|
|