Робота для біженців з України
კონტეინერის დოკერი/დამცლელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტეინერის დოკერი/დამცლელი
მომწოდებელი: თბილისი დრაი პორტი
გამოქვეყნდა: 17 ივლისი / ბოლო ვადა: 16 აგვისტო
"თბილისი დრაი პორტი" არის სასაწყობე/ლოგისტიკური ცენტრი. კომპანიის საქმიანობა მოიცავს ფოთისა და ბათუმის საზღვაო პორტებში შემოსული ტვირთის რკინიგზით და ავტოტრანსპორტით შემოტანას თბილისი დრაი პორტში, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა სატრანსპორტო ოპერაციის ერთ ადგილზე განხორციელება, მათ შორის: ტვირთების სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით მიღება, ჩამოტვირთვა, დროებითი განთავსება-დასაწყობება, ამავე ტვირთების დატვირთვა და რეალიზაცია. პორტი მის მომხმარებლებს სთავაზობს სერვისების ერთობლიობას: A და B კლასის საწყობს, ღია ზონაში სასაწყობო სამანქანე ტერმინალს, საკონტეინერო ტერმინალს სხვადასხვა ოპერაციებისთვის და საბაჟო ზონას ყველა საჭირო საბაჟო ფორმალობისთვის. თბილისის მშრალი პორტი მდებარეობს საქართველოს დედაქალაქში, რომელიც საზღვაო პორტებიდან და მეზობელი ქვეყნებიდან დაახლოებით 380 კმ-ით არის დაშორებული.

"თბილისი დრაი პორტის" გახსნასთან დაკავშირებით, კომპანია აცხადებს ვაკანსიას კონტეინერის დოკერის (დამცლელის) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქინძმარაულის 37
სამუშაო საათები: კვირაში 5 დღე, 40 საათიანი სამუშაო კვირა

ფუნქცია-მოვალეობები:

** დარწმუნდეს, რომ კონტეინერი გახსნილია ტალმანის თანხმობის შემდეგ
** აუცილებელია პლატფორმის სწორად და კარგად მიმაგრება კონტეინერზე, რადგან უსაფრთხოდ მოხდეს ავტომობილის გამოყვანა.
** უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, უნდა მოახდინოს ყველა იმ მასალის მოხსნა რითაც დამაგრებულია ავტომობილი კონტეინერში და უზრუნველყოს, რომ ავტომობილს არ შეექმნება დაბრკოლება გამოყვანის დროს.
** თანმიმდევრობით უნდა მოხსნას დამაგრებული ღვედები, ჯაჭვები ან ხის მასალა.
** თუ საჭიროა უნდა დაყენდეს საბურავები და დაიბეროს. იმ შემთხვევაში თუ ავტომობილი გამართულია, უნდა მოხდეს მისი დაქოქვა დამხმარე აკუმულატორის საშუალებით.
** დაეხმაროს მტვირთავის მძღოლს ყველა ოპერაციის უსაფრთხოდ შესრულებაში.
** კონტეინერის დაცლის შემდეგ აუცილებელია დარწმუნდეს, რომ კონტეინერი დაუზიანებელია და არ არის დარჩენილი ნარჩენები მაგ: ხის ნაჭერი, ლურსმანი, ჯაჭვი, თოკი და ა.შ. კონტეინერი უნდა დაიხუროს იმ შემთხვევაში თუ ის უკვე გასუფთავებულია.

გამოცდილება, უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე HR@tbilisidryport.com არაუგვიანეს 2025 წლის 16 აგვისტოსი.

გთხოვთ, ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს.

თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე