Робота для біженців з України
გამშვები პუნქტის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გამშვები პუნქტის ოპერატორი
მომწოდებელი: თბილისი დრაი პორტი
გამოქვეყნდა: 17 ივლისი / ბოლო ვადა: 16 აგვისტო
"თბილისი დრაი პორტი" არის სასაწყობე/ლოგისტიკური ცენტრი. კომპანიის საქმიანობა მოიცავს ფოთისა და ბათუმის საზღვაო პორტებში შემოსული ტვირთის რკინიგზით და ავტოტრანსპორტით შემოტანას თბილისი დრაი პორტში, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა სატრანსპორტო ოპერაციის ერთ ადგილზე განხორციელება, მათ შორის: ტვირთების სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით მიღება, ჩამოტვირთვა, დროებითი განთავსება-დასაწყობება, ამავე ტვირთების დატვირთვა და რეალიზაცია. პორტი მის მომხმარებლებს სთავაზობს სერვისების ერთობლიობას: A და B კლასის საწყობს, ღია ზონაში სასაწყობო სამანქანე ტერმინალს, საკონტეინერო ტერმინალს სხვადასხვა ოპერაციებისთვის და საბაჟო ზონას ყველა საჭირო საბაჟო ფორმალობისთვის. თბილისის მშრალი პორტი მდებარეობს საქართველოს დედაქალაქში, რომელიც საზღვაო პორტებიდან და მეზობელი ქვეყნებიდან დაახლოებით 380 კმ-ით არის დაშორებული.

"თბილისი დრაი პორტის" გახსნასთან დაკავშირებით, კომპანია აცხადებს ვაკანსიას გამშვები პუნქტის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქინძმარაულის 37
სამუშაო საათები: კვირაში 5 დღე, 40 საათიანი სამუშაო კვირა

ფუნქცია-მოვალეობები:

** ამოწმებს კლიენტის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას, ამოწმებს ავტომობილის VIN კოდს, ამოწმებს არის თუ არა ავტომობილში ტვირთი, გადახდილია თუ არა სერვისის საფასური სისტემაში, ასკანერებს (და ადასტურებს) ბარკოდებს, ადარებს ინსპექციის ფორმაში მითითებულ ინფორმაციას ავტომობილის რეალურ მდგომარეობასთან, მათ შორის ტრანზიტულ ნომერსაც.
** როდესაც საბაჟო სამსახურისგან მიიღებს დასტურს, რომ ყველაფერი სწორია მაშინ კლიენტს აძლევს საბაჟო სივრცის დატოვების უფლებას.
** თუ კლიენტი გამოთქვამს რაიმე პრეტენზიას, აუცილებელია აღინიშნოს ინსპექციის ფორმაში და მოაწეროს ხელი კლიენტმა და გამშვები პუნქტის ოპერატორმა. ასევე გასვლის დროსაც უნდა იქნეს ინსპექციის დოკუმენტზე ხელმოწერა როგორც კლიენტის მხრიდან ასევე გამშვები პუნქტის ოპერატორის მიერ და დაისვას თარიღი/დრო.
** ნებისმიერი გაურკვევლობისას ან დამატებითი პრობლემის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართოს სუპერვაიზერს.

გამოცდილება, უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის ცოდნა (წერითი, ზეპირი)
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე HR@tbilisidryport.com არაუგვიანეს 2025 წლის 16 აგვისტოსი.

გთხოვთ, ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს.

თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე