Робота для біженців з України
ავტოდამტვირთველის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტოდამტვირთველის ოპერატორი
მომწოდებელი: თბილისი დრაი პორტი
გამოქვეყნდა: 17 ივლისი / ბოლო ვადა: 16 აგვისტო
"თბილისი დრაი პორტი" არის სასაწყობე/ლოგისტიკური ცენტრი. კომპანიის საქმიანობა მოიცავს ფოთისა და ბათუმის საზღვაო პორტებში შემოსული ტვირთის რკინიგზით და ავტოტრანსპორტით შემოტანას თბილისი დრაი პორტში, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა სატრანსპორტო ოპერაციის ერთ ადგილზე განხორციელება, მათ შორის: ტვირთების სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით მიღება, ჩამოტვირთვა, დროებითი განთავსება-დასაწყობება, ამავე ტვირთების დატვირთვა და რეალიზაცია. პორტი მის მომხმარებლებს სთავაზობს სერვისების ერთობლიობას: A და B კლასის საწყობს, ღია ზონაში სასაწყობო სამანქანე ტერმინალს, საკონტეინერო ტერმინალს სხვადასხვა ოპერაციებისთვის და საბაჟო ზონას ყველა საჭირო საბაჟო ფორმალობისთვის. თბილისის მშრალი პორტი მდებარეობს საქართველოს დედაქალაქში, რომელიც საზღვაო პორტებიდან და მეზობელი ქვეყნებიდან დაახლოებით 380 კმ-ით არის დაშორებული.

"თბილისი დრაი პორტის" გახსნასთან დაკავშირებით, კომპანია აცხადებს ვაკანსიას ავტოდამტვირთველის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქინძმარაულის 37
სამუშაო საათები: კვირაში 5 დღე, 40 საათიანი სამუშაო კვირა

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამაგრების მოხსნის დროს, აუცილებელია მტვირთავის ჩანგლებით დავიცვათ დოკერები რომლებიც მუშაობენ ჩამოკიდებული ავტომობილის ქვემოთ. კონტეინერიდან ავტომობილების გაყვანა უნდა მოხდეს უსაფრთხოდ და დაუზიანებლად, დოკერების დახმარებით.
** მტვირთავის მძღოლმა აუცილებლად უნდა დაიხმაროს დოკერების გუნდი, ავტომობილის სიმაღლიდან ჩამოწევის დროს ან მსგავსი ნებისმიერი ოპერაციის შესრულებისას.
** დაიცვას უსაფრთხოების ყველა წესი, იყოს ძალიან ფრთხილად ყველა ოპერაციის შესრულების დროს და მიყვეს გუნდის ყველა ინსტრუქციას
** ავტომობილებილები გადაიყვანოს პარკინგზე ძალიან ფრთხილად და იმოძრაოს ნელა, ზედმიწევნით შეასრულოს ავტომობილის გადატანის ინსტრუქცია.
** ნებისმიერი გაურკვევლობისას ან დამატებითი პრობლემის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართოს სუპერვაიზერს.

გამოცდილება, უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ქართული ენის ცოდნა (წერითი, ზეპირი)
** მოქმედი სერტიფიკატი სპეც-ტექნიკის მართვისთვის
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე HR@tbilisidryport.com არაუგვიანეს 2025 წლის 16 აგვისტოსი.

გთხოვთ, ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს.

თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე