Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=650833&print=yes&view=jobs
 
რადიოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რადიოლოგი
მომწოდებელი: ევექსი
გამოქვეყნდა: 17 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.

"ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს".

კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.
კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. "ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას რადიოლოგის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალოს პოლიკლინიკა
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 10 საათი, შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტის მიღება, კვლევა, დაავადებების დიაგნოსტირება, სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიის/ეროვნული/საერთაშორისო სამედიცინო პროტოკოლების/გაიდლაინების გათვალისწინებით
** პაციენტის დიაგნოსტირება სახელმწიფო სერთიფიკატით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში
** პაციენტის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა
** პაციენტის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა
** საქმიანობასთან დაკავშირებული სახელმწიფო სტრუქტურების დადგენილებების, განკარგულებების, ბრძანებების, გაიდლლაინების, პროტოკოლების, სხვა სახელმძღვანელო და ნორმატიული დოკუმენტების გაცნობა და გამოყენება სამუშაო პრაქტიკაში
** ინფექციის კონტროლის სტანდარტების გამოყენება ყოველდღიურ პრაქტიკაში
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება

ვაკანსიის მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება
** აუცილებელია სახელმწიფო სერთიფიკატი რადიოლოგიაში
** ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების საკითხების სერთიფიკატი
** აუცილებელია დოპლერის და სახსრების ექოსკოპიის გაკეთების შესაძლებლობა
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა)
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა
** მომხმარებელზე/სერვისზე ორიენტაცია
** უწყვეტი პროფესიული განვითარება

ჩვენთან შენ მიიღებ:

ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.

ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:

** 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
** 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომსახურებზე კლინიკა "ნიუ დენტში"
** ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
** ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 10 აგვისტო, 2025 წელი

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/radiologi/761

"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია