დასახელება:
საწყობის მენეჯერის დამხმარე
|
მომწოდებელი:
ჯიბე cash & carry
|
გამოქვეყნდა: 17 ივლისი
/ ბოლო ვადა: 17 აგვისტო
|
კომპანია "ჯიბე Cash & Carry", თბილისში, გლდანის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის დამხმარის პოზიციაზე.
ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, გლდანი, შეშელიძის N7
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00, კვირაში 6 დღე
საწყისი ანაზღაურება: 1250 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
** მაღაზიაში პროდუქციის მიღების პროცესის წარმართვა: პროდუქციის მითვლა, ზედნადების შედარება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება.
** სავაჭრო დარბაზისთვის პროდუქციის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, მისი თანამდებობრივი ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია საწყობში მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა
** საწყობის მართვის პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (აპექსი ან მსგავსი)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@jibe.ge.
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|