დასახელება:
სპეციალისტი პრობლემურ მომხმარებლებთან ურთიერთობის ჯგუფში
|
მომწოდებელი:
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
|
გამოქვეყნდა: 17 ივლისი
/ ბოლო ვადა: 17 აგვისტო
|
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 18 ქვეყანაში ოპერირებს.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს პრობლემურ მომხმარებლებთან ურთიერთობის ჯგუფში - სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილმდებარეობა: მედეა (მზია) ჯუღელის #10
გრაფიკი: ორშაბათი/პარასკევი - 09:00 დან 18:00 მდე
ანაზღაურება: 1500 ლარი net
სამუშაოს მიზანი:
პრობლემურ მომხმარებელთან კომუნიკაცია და შემთხვევების მართვა. (საჭიროების შემთხვევაში პირისპირ შეხვედრა).
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიაში მომხმარებლის მხრიდან დაფიქსირებული წერილობითი განცხადებებზე მომხმარებლისთვის მიმდინარე სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
** გაღიზიანებული მომხმარებლებისთვის, გართულებულ საკითხებთან დაკავშირებით, დაწვრილებითი და საფუძვლიანი ინფორმაციის მიწოდება შემავალი ზარის საშუალებით. (საჭიროების შემთხვევაში პირისპირ შეხვედრა).
** მომხმარებლისთვის განცხადებების ტიპების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, განცხადების დაწერის ინსტრუქციის გაცნობა.
** მომხმარებლისთვის ბილინგთან დაკავშირებული საკითხების საფუძვლიანი ახსნა/განმარტება.
** დატოვებული ელექტრონული შეტყობინების შემთხვევაში მომხმარებელთან უკუკავშირის განხორციელება (ინფორმაციის მიღება/დაფიქსირება პროგრამაში და შესაბამის სამსახურზე).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების განხრით;
** მომხმარებელთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ERP პროგრამაში მუშობის გამოცდილება;
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ფლობა.
აუცილებელი უნარ-ჩვევები
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის, კოორდინაციის, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|