Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=650814&print=yes&view=jobs
 
გენერალური დირექტორის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გენერალური დირექტორის ასისტენტი
მომწოდებელი: Ilaria
გამოქვეყნდა: 17 ივლისი / ბოლო ვადა: 17 აგვისტო
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ ინოვაციურ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, პროგრამული უზრუნველყოფა, ბაზრის კვლევა.

კომპანია ILARIA ეძებს გენერალური დირექტორის ასისტენტს ჩვენი პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც ჩართულია სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით.

სამუშაოს ადგილი: ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ. N19
სამუშაო საათები: 09:30 - 18:30
ანაზღაურება: 1200-1500 ლარი, კვალიფიკაციის შესაბამისად
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1

ფუნქცია - მოვალეობები:

** გენერალური დირექტორის სამუშაო კალენდრის მართვა და შეხვედრების დაგეგმვა;
** შეხვედრების ორგანიზება, საკონფერენციო სივრცის მომზადება;
** შეხვედრებზე დასწრება და შესაბამისი რეპორტების/ოქმების წარმოება;
** გენერალური დირექტორის მიერ გაცემული დავალებების შესრულების მონიტორინგი და კომუნიკაცია შემსრულებელ დეპარტამენტებთან;
** სხვადასხვა დეპარტამენტების რეპორტების შეგროვება და გენერალურ დირექტორთან წარდგენა;
** გენერალური დირექტორის დავალებით სხვა ადმინისტრაციულ პროექტებში ჩართულობა და პროცესების კოორდინაცია;
** საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, ვიზირების უზრუნველყოფა და დაარქივება;
** შემოსული კორესპონდენციის მართვა და განაწილება პასუხისმგებელ პირებთან;
** კომპანიის შიდა და გარე კომუნიკაციაში ჩართულობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (MS Office, Outlook)
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია)

დამატებითი მოთხოვნები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** პუნქტუალურობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@ilaria.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "გენერალური დირექტორის ასისტენტი".

გისურვებთ წარმატებას!

1. თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.
3. გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
4. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
5. თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია