Робота для біженців з України
მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ვეიპ რუმი N2
გამოქვეყნდა: 17 ივლისი / ბოლო ვადა: 17 აგვისტო
"ვეიპ რუმი N2"-ში ვეძებთ მოტივირებულ და კრეატიულ მარკეტინგის სპეციალისტს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

თუ შენ ხარ ანალიტიკური აზროვნების მქონე, სოციალური მედიის აქტიური მომხმარებელი და გსურს განვითარება მარკეტინგის სფეროში — ეს პოზიცია შენთვისაა!

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, კომუნიკაციის, ბიზნესის ადმინისტრირების ან შესაბამის სფეროში
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით
** ციფრული მარკეტინგის და სოციალური მედიის მართვის პრაქტიკული გამოცდილება (Facebook, Instagram, TikTok და სხვა)
** ბაზრის კვლევისა და კონკურენტების ანალიზის უნარი
** Excel-ის, PowerPoint-ისა და Canva-ს ან Adobe Photoshop-ის საბაზისო ცოდნა

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის განხორციელებაში ჩართულობა
** სოციალური მედიის მართვა: პოსტების დაგეგმვა, შინაარსის შექმნა და შედეგების ანალიზი
** ბაზრისა და კონკურენტების რეგულარული კვლევა
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და შესრულება
** გრაფიკული მასალების მომზადებაში მონაწილეობის მიღება (Canva ან Photoshop-ის დახმარებით)
** მარკეტინგული აქტივობების შედეგების მონიტორინგი და ანგარიშგება

რას გთავაზობთ:

** სტაბილური და მზარდი სამუშაო გარემო
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა
** მეგობრული და მხარდამჭერი გუნდი

პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი მირიან მეფის 18
** ანაზღაურება: 2500 ლარიდან
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი
** სამუშაო საათები: 10:00 - 18:00

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვ, გამოაგზავნო რეზიუმე შემდეგ მისამართზე: dmvapeshoop@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე : +995 505050818

საიტის ლინკი: https://vaperoom.ge/ka
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე