Робота для біженців з України
ლოგისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოგისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: 4Hospitals
გამოქვეყნდა: 17 ივლისი / ბოლო ვადა: 16 აგვისტო
"4 ჰოსპიტალსი" სამედიცინო კომპანიაა, რომელიც დაარსდა 2014 წელს და ახორციელებს სამედიცინო პროდუქციისა და სერვისის მიწოდებას კლინიკებისთვის. "4ჰოსპიტალსი" არის მრავალი საერთაშორისო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი, რომლის განაცხადია, ხარისხი - პროცესის თითოეულ ეტაპზე", შესაბამისად კომპანიის მოღვაწეობა ეფუძნება თანამშრომლებთან და კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის პრინციპებს

კომპანია "4Hospitals" ეძებს კვალიფიციურ ლოგისტიკის მენეჯერს, რომლის უმთავრესი ფუნქციები და მოვალეობებია:

** ლოგისტიკური პროცესების დაგეგმვა და კოორდინაცია
** მიწოდების ჯაჭვის ეფექტურ მართვა
** ტრანსპორტირებისა და საწყობის პროცესების მონიტორინგი
** მოლაპარაკებები გადამზიდავ კომპანიებთან
** ლოგისტიკური კომპანიებისგან საუკეთესო პირობების მიღების მიზნით, პერიოდული ფასთა გამოკითხვების წარმოება და ობიექტური გადაწყვეტილებების მიღება
** მომწოდებლებთან და ფორვარდერებთან ინტენსიური მოლაპარაკებების წარმოება, მათგან ტვირთის წამოღების ოპტიმალური მარშრუტებისა და ვადების შერჩევა
** საბაჟო და ტვირთების გაფორმების სხვა ორგანოებთან ურთიერთობის წარმართვა, მათთვის შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ოპერატიულად წარდგენა და პროდუქციის საწყობში დროულად მიტანის უზრუნველყოფა
** შეკვეთების კლიენტებამდე ოპერატიულად, ხარისხიანად და უდანაკარგოდ მიტანის უზრუნველყოფა, კომპანიის კურიერების ჩათულობით
** დოკუმენტაციის მართვას (ინვოისები, ტვირთის დოკუმენტები და სხვ.)

აუცილებელი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ლოჯისტიკაში, ბიზნესის ადმინისტრირებაში ან დაკავშირებულ სფეროში)
** ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
** ინგლისური და სხვა უცხო ენის მაღალ დონეზე ცოდნა
** კომპიუტერული უნარები (MS Excel, ERP სისტემები, და სხვა ლოჯისტიკური პროგრამები)
** ორგანიზებულობა, მოლაპარაკების უნარები, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პირადი ავტომობილისა და მართვის მოწმობის (B კატეგორია) ფლობა

ჩვენ გთავაზობთ: ჯანსაღ, კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორატიული კულტურის სამუშაო გარემოს, კარიერული განვითარებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების შესაძლებლობას, ჯანმრთელობის დაზღვევას და რაც მთავარია, შრომის ანაზღაურების კონკურენტულ პირობებს, რომელიც ითვალისწინებს ფიქსირებულ და საბონუსე სისტემით განსაზღვრულ სახელფასო რეინჯს კანდიდატის ინდივიდუალური გამოცდილებიდან გამომდინარე; ასევე, შრომის ანაზღაურების ზრდისა და პოზიციური წინსვლის პერსპექტივას;

თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის საინტერესოა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@4hs.ge არა უგვიანეს 2025 წლის 16 აგვისტოსი.

გთხოვთ, "subject"-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული რეზიუმე არ განიხილება.

"4Hospitals" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე