Робота для біженців з України
ექსკავატორის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექსკავატორის ოპერატორი
მომწოდებელი: მინერალი
გამოქვეყნდა: 16 ივლისი / ბოლო ვადა: 16 აგვისტო
შპს "მინერალი", 2012 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და არის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, რომელიც აწარმოებს ინერტულ მასალას.

ჩვენი მისიაა - ვიყოთ შეუცვლელი პარტნიორი სამშენებლო სექტორისთვის მათზე მორგებული, დახვეწილი და კომფორტული ტექნოლოგიური სერვისებით.

შპს "მინერალში"-ში ვეძებთ ექსკავატორის ოპერატორს და გთავაზობთ გუნდურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.

ანაზღაურება: დღიური ხელზე ასაღები 120 ლარი
სამუშაო საათები: ცვლებით (08:00-17:00; 17:00-01:00)
მისამართი: თბილისთან ახლოს, მარტყოფის რაიონი სოფელი სააკაძე.

ძირითადი ფუნქციები:

** საწარმოში არსებული სამუშაოების შესრულება
** ტექნიკაში რაიმე პრობლემის აღმოჩენისას დროულად შეტყობინება შესაბამისი პასუხისმგებლობის პირისთვის და გამოსწორების მოთხოვნა
** დადგენილ ცვლაში მაქსიმალური და ხარისხიანი მოპოვების უზრუნველყოფა
** შესაბამისი დანადგარების სწორად და ეფექტიანად მუშაობის უზრუნველყოფა და სისუფთავის დაცვა
** კარიერზე მოპოვება/დატვირთვისთვის დაგეგმილი სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში შესრულება
** კოდალის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად
** შესაბამისი ტექნიკის სწორად ექსპლუატაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პუნქტუალობა

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** მეგობრულ გარემოს
** სტაბილურ სამუშაოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას

თუ დაინტერესდით ამ ვაკანსიით და ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ მოცემულ მოთხოვნებს, შეგიძლიათ გააგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@minerall.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 595 010 203

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას შპს "მინერალმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე