დასახელება:
კახეთის რეგიონის სამედიცინო წარმომადგენელი
|
მომწოდებელი:
მზიური
|
გამოქვეყნდა: 16 ივლისი
/ ბოლო ვადა: 16 აგვისტო
|
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი კომპანიის NUTRICIA-ს (ბრენდები NUTRILON, MALUTKA) დისტრიბუტორს საქართველოში აცხადებს ქ. თელავში/გურჯაანში, კახეთის რეგიონის სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე ვაკანსიას.
სამედიცინო წარმომადგენლის როლი და მისია:
** ბრენდის ცნობადობის და ლოიალურობის გაზრდა მის კუთვნილ ტერიტორიაზე
** ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება სამედიცინო დაწესებულებებში
** სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტების სიხშირის განსაზღვრა ეფექტურობის ამაღლების მიზნით
** კომპანიის პორტფელში არსებულ პროდუქციაზე ექიმებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება
** კუთვნილ ტერიტორიაზე სააფთიაქო ქსელებში ვიზიტების განხორციელება და კომპანიის პორტფელში ** არსებული პროდუქციის წარმოდგენის შეფასების მიზნით/დამატებითი ინფორმაციის მოძიება
** შესრულებული სამუშაოს ანალიზი და მისი შემდგომი წარდგენა ხელმძღვანელობასთან
განათლება და კვალიფიკაცია:
** სამედიცინო განათლება
** სასურველია შესაბამისი სამუშაო გამოცდილება სამედიცინო გაყიდვების სფეროში
** ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციის წარდგენის, ურთიერთობების და მოლაპარაკების უნარი
** საქმისადმი გამჭვირვალე და ეთიკური მიდგომა
** ურთიერთობების დამყარების უნარ-ჩვევები და კომერციული ცოდნა
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი
** შედეგზე ორიენტირება
სამუშაო პირობები:
** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი
** ანაზღაურება გამოცდილების შესაბამისად
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mziuri.com.ge
შენიშვნა: წერილის სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "სამედიცინო წარმომადგენელი".
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება:
1. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
2. მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
3. სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
4. ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;
5. მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "მზიური-ს" ადამიანური რესურსების სამსახური;
6. მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
7. ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
8. ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება`
9. შპს "მზიური" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
|
|
|
|