Робота для біженців з України
დისტრიბუციის საწყობის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისტრიბუციის საწყობის დამხმარე
მომწოდებელი: ოჯახური
გამოქვეყნდა: 16 ივლისი / ბოლო ვადა: 15 აგვისტო
ქართული სუნელ-სანელებლების კომპანია "ოჯახური" ეძებს ორგანიზებულ და პასუხისმგებლობიან თანამშრომელს საწყობის დამხმარის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება, დაფიქსირება, სწორად განთავსება და გაცემის უზრუნველყოფა;
** შიდა დოკუმენტაციის მართვა კომპეტენციის ფარგლებში;
** წარმოებიდან გამოსული მზა პროდუქციის მიღება და საწყობში განთავსება;
** შეკვეთების გამზადება წინასწარ მიღებული გრაფიკისა და მოთხოვნების შესაბამისად;
** შეკვეთების შეფუთვაში მონაწილეობის მიღება;
** პროდუქციის გადაადგილება სასაწყობე სივრცეში;
** მონაწილეობა აღწერის პროცესში;
** გაყიდვების გუნდისა და საწყობის მენეჯერთან კოორდინირებული მუშაობა;
** მარაგების მოძრაობის რეგულარული მონიტორინგი და კონტროლი;
** სამუშაო ზონის სისუფთავის და წესრიგის დაცვა;
** ზედამხედველის ან საწყობის მენეჯერის მითითებების დროული შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ენერგიულობა და მაღალი შრომისუნარიანობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** დისციპლინა და სამუშაო პროცესისადმი მოწესრიგებული მიდგომა;
** ფორს-მაჟორულ სიტუაციაში ადაპტაციის უნარი;
** პუნქტუალურობა და სიზუსტე.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
** მეგობრულ გარემოს.
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
** Fitpass აბონემენტი — (ხელმისაწვდომობა სპორტდარბაზებსა და ფიტნეს პროგრამებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით)

ლოკაცია: ქ. თბილისი
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00 სთ) 1 საათი შესვენება
დასვენება: შაბათი-კვირა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ შეტყობინება

"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. კომპანიის მიერ რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში მოხდება თქვენი მონაცემების დამუშავება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად — მხოლოდ თანამშრომლობის მიზნებისთვის, არაუმეტეს 1 წლის ვადისა."

თუ თქვენი გამოცდილება და კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr.ojakhuri@gmail.com

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 15 აგვისტო, 2025 წელი.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე