დასახელება:
უბნის ტექნიკური მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ელმონტაჟი
|
გამოქვეყნდა: 16 ივლისი
/ ბოლო ვადა: 16 აგვისტო
|
კომპანია "ელმონტაჟი" აცხადებს ვაკანსიას უბნის ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომუნიკაცია შესაბამის უწყებებსა და ორგანიზაციებთან საჭირო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში;
** სხვადასხვა სტრუქტურებთან კოორდინაცია, რათა უზრუნველყოფილ იქნას სამუშაოების დროული და ხარისხიანი შესრულება;
** საპროექტო ჯგუფთან თანამშრომლობა, რათა სამუშაოების დაგეგმვა განხორციელდეს ტექნიკური პირობების სრული დაცვით;
** სამუშაო პროცესების დაგეგმვაში აქტიური მონაწილეობა;
** პასუხისმგებლობის აღება სამუშაოების ხარისხზე და შესრულების ვადებზე;
** მასალებისა და ტექნიკის მოთხოვნების კონტროლი და მათი შესაბამისობის შეფასება მიმდინარე სამუშაოებთან მიმართებაში;
** საინვენტარო პროცესების მართვის ხელშეწყობა პროექტების ფარგლებში;
** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა მუშაობის მონიტორინგი და შეფასება;
** დოკუმენტაციის წარმოების და დროული მიწოდების უზრუნველყოფა შიდა და გარე პარტნიორებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** აუცილებელია ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების სტანდარტებისა და ნორმების ცოდნა;
** ელექტრო გაყვანილობის სისტემების ცოდნა;
** აუცილებელია ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების უსაფრთხოებისა და ტექნიკური ექსპლუატაციის წესები ცოდნა;
** ნახაზებისა და სამონტაჟო დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი;
** შრომის უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარები:
** დროის მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პროექტის დაგეგმვა-მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე: Hr@elmontage.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|