დასახელება:
მარაგების მართვის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
IPS Facade
|
გამოქვეყნდა: 16 ივლისი
/ ბოლო ვადა: 16 აგვისტო
|
"IPS Facade" - არის IPS ჯგუფში შემავალი კომპანია, რომელიც ფასადის მოპირკეთების მიმართულებით 20-მდე ევროპული კომპანიის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში.
"IPS Facade" აცხადებს ვაკანსიას მარაგების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პროექტის საჭიროების შესაბამისად, ადგილობრივი შესყიდვების სრული ციკლის დაგეგმვა, პროცესების მართვა, კონტროლი და აღრიცხვა
** შემოსული მოთხოვნების მიხედვით მასალების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება ადგილობრივ მომწოდებლებთან, ბაზების მომზადება
** ტრანსპორტირების პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია
** პროექტის ჭრილში მარაგების მართვა, კონტროლი და აღრიცხვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება იმავე სფეროში, მინიმუმ 1 წელი;
** ექსელის საბაზისო დონეზე ცოდნა
** მართვის მოწმობა (B კატეგორია)
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: 2000 ლარიდან
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო დღეების რაოდენობა: ექვსი
** სამუშაო საათები: 10:00-19:00; შაბათი - 10:00-14:00
მისამართი: თბილისის, ქიზიყის ქ #26
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: info@ips.ge
გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
|
|
|
|