დასახელება:
სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი
|
მომწოდებელი:
მეტრო ჰოლდინგი
|
გამოქვეყნდა: 16 ივლისი
/ ბოლო ვადა: 31 ივლისი
|
კომპანია "მეტრო ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო საქმეთა მწარმოებლის (პრარაბის) პოზიციაზე, ქ. თბილისში.
კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
** უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით.
** სამუშაო გამოცდილება - მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება მშენებლობაში.
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა / AutoCAD, MS OFFICE.
აუცილებელი უნარები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებულობა
** პუნქტუალურობა
** სტრესულ სიტუაციაში და ვადებში მუშაობის უნარი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა, ზედამხედველობა და მართვა
** შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** დღის განმავლობაში სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების დეტალური კონტროლი;
** სამშენებლო მასალების მითვლა, მიღება და შესაბამის ბაზაში აღრიცხვის კონტროლი;
** სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოება: ფარული სამუშაოების აქტი, სამუშაოთა წარმოების ჟურნალი;
** სამშენებლო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა და მიმდინარე დანახარჯებთან შედარება;
** ფორმა 2-ების წარმოება;
** ობიექტზე დასაქმებული პერსონალის სამუშაო გრაფიკის კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მუშა პერსონალის მოძიება;
** მარაგებისა და ძირითადი საშუალებების კონტროლი;
** რესურსების ოპტიმალური გამოყენება და ხარჯების ოპტიმიზაცია;
** ყოველდღიურად, სამუშაო დღის დასრულებისას დეტალური რეპორტის წარმოება დღის განმავლობაში ობიექტზე შესრულებული სამუშაოების შესახებ;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
სამუშაო ადგილი: თბილისი (ყოველდღიური სამუშაო ადგილი დამოკიდებული იქნება ობიექტების მდებარეობაზე)
სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 40 საათი)
სამუშაო საათები: 09:00-დან 18:00 საათამდე.
კანდიდატების შერჩევის ეტაპები:
1. CV - ს განხილვა.
2. გასაუბრება
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@urbanique.ge
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 31 ივლისი.
|
|
|
|