დასახელება:
ფოტოგრაფი
|
მომწოდებელი:
პიელ ნატურალსი
|
გამოქვეყნდა: 16 ივლისი
/ ბოლო ვადა: 16 აგვისტო
|
თავის მოვლის საშუალებების საერთაშორისო ქართულ კომპანიას "პიელ ნატურალსს" ესაჭიროება გამოცდილი ფოტოგრაფი.
"პიელ ნატურალსი" არის N1 ქართული პრემიუმ ბრენდი, რომელიც მე-8 წელია ნატურალური ინგრედიენტების გამოყენებით აწარმოებს ვეგანურ, უპარაფინო, უპარაბენო, უსილიკონო თავის მოვლის პროდუქტებს.
კომპანია 2017 წელს დაარსდა და მომხმარებლებს საქართველოს მასშტაბით 10 სხვადასხვა ლოკაციაზე მასპინძლობს.
ბრენდის ფრანშიზა გაყიდულია ქუვეითში, სადაც სულ მალე მისი ბრენდის მაღაზია გაიხსნება.
"პიელი" აბედნიერებს ყველას, ჩვენ გვწამს რომ ბედნიერი თანამშრომელი უდრის ბედნიერ მომხმარებელს.
ჩვენი სლოგანია: პიელი, ერთი წასმით შეყვარება!
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი
ანაზღაურება: ფიქსირებული 1500₾
ლოკაცია: ნუცუბიძის მე-4 პლატო (ოფისი)
ძირითადი მოვალეობები:
** ფოტოების გადაღება სოციალური მედია პლატფორმებისთვის;
** ფოტოების გადაღება თეთრ ფონზე, pnj და jpj ფორმატებში;
** პროდუქციის სტრუქტურებისა და კომპოზიციების გადაღება;
** აქციის თემატიკის შესაბამისი პროდუქტების ფოტოების და ვიდეოების გადაღება;
** ახალი ფილიალის გახსნის და სხვადასხვა ივენთების გადაღება;
** გადაღებული ფოტოების დამუშავება.
საჭირო უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კრეატიული აზროვნება;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენთან თანამშრომლობის ბენეფიტები:
** მეგობრული, თბილი გარემო;
** განსაკუთრებული ფასდაკლება პიელ ნატურალსის პროდუქტებზე შენ და შენს ახლობლებს, (აღარასდროს აღარ დარდობ ვის რა აჩუქო დაბადების დღეზე);
** წამახალისებელი საჩუქრები და გათამაშებები კომპანიის მხრიდან.
გახდით მეგობრული გუნდის წევრი, სადაც ყველა ბედნიერია, სადაც გაქვთ კარიერული განვითარების შესაძლებლობა, გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: jobs.pielnaturals@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია - "ფოტოგრაფი".
პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "პიელ ნატურალსი"-ს (ს/ნ 405267438) მიერ (უფლებამოსილი თანამშრომლების მეშვეობით), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენ მიერ, ჩვენთვის, CV-ის სახით, მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება: კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მოაწოდეთ შპს "პიელ ნატურალსს" და მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.
შპს "პიელ ნატურალსი" დაიცავს თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას ინფორმაციისა და ინფორმაციული სისტემების წვდომის, ერთიანობის და ავთენტიფიკაციის უზრუნველყოფით.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|