Робота для біженців з України
მძღოლ-ექსპედიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლ-ექსპედიტორი
მომწოდებელი: Poolandspa
გამოქვეყნდა: 16 ივლისი / ბოლო ვადა: 16 აგვისტო
კომპანია "Poolandspa" (საცურაო აუზების სამშენებლო კომპანია) აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე თბილისში (მარშალ გელოვანის გამზირი).

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 10:00-18:00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ავტომობილების მოვლა, MERCEDES-BENZ SPRINTER, VITO, FORD TRANSIT CONNECT
** კომპანიის საწყობიდან პროდუქციის გატანა/მოტანა წინასწარ განსაზღვრული ობიექტების მიმართულებით
** კომპანიის საწყობებს შორის გადაზიდვა
** დამკვეთამდე შეკვეთების მიტანა
** ზედნადებების მიხედვით პროდუქციის მითვლა/დადასტურება
** შიდა შესყიდვებში მონაწილეობის მიღება
** საბაჟოდან ტვირთის გადმოტანა წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით
** მივლინება საქართველოს მასშტაბით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** მართვის მოწმობა B კატეგორია, მექანიკა (სავალდებულო)

ხელფასი: 1500 ლარი (ხელზე ასაღები)

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: office@poolandspa.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე