Робота для біженців з України
დამწყები კორპორატიული გაყიდვების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამწყები კორპორატიული გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: მიფასი
გამოქვეყნდა: 16 ივლისი / ბოლო ვადა: 16 აგვისტო
კომპანია "მიფასი" 1998 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მას შემდეგ ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს პროფესიონალური გახმოვანების, პროფესიონალური განათების, მუსიკალური ინსტრუმენტებისა და ვიზუალური ტექნოლოგიების სფეროში. "მიფასის" სერვისებია: პროფესიონალური გახმოვანების, პროფესიონალური განათების და ვიზუალური ტექნოლოგიების პროექტირება, ტექნიკური ინტეგრაცია, ინსტალაცია/მონტაჟი, პერსონალის ტრენინგი, საგარანტიო და პოსტ-საგარანტიო მომსახურება.

კომპანიას განხორციელებული აქვს 1500-ზე მეტი პროექტი, მათ შორის მასშტაბური პროექტები:

** სამების საკათედრო ტაძარი;
** დინამო არენა;
** სასტუმრო კომპლექსი "პარაგრაფი";
** თბილისის ოლიმპიური სასახლე;
** ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი;
** ქუთაისის ოლიმპიური აუზი;
** გონიოს-აფსაროსის ციხე-ქალატი.

ზევით ჩამოთვლილ, ჩვენს მიერ განხორციელებულ სპორტულ პროექტებს დაკმაყოფილებული აქვს UEFA-ს, FIBA-სა და FINA-ს საერთაშორისო სტანდარტები. კომპანია ექსკლუზიურ დისტრიბუციას უწევს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდეს, როგორებიცაა: MARTIN AUDIO, QSC, ECLER, PROLIGHTS, EQUIPSON, Q-PRO, STUDIO MASTER, GONSIN, IC AUDIO, BESPECO, ITC, CMX, PEARL RIVER, RITMULER, BLUTHNER.

კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.mifasi.ge/

Facebook გვერდს: https://www.facebook.com/MIFASI

კომპანია "მიფასის" ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.

ჩვენი გუნდი ეძებს დამწყებ კორპორატიული გაყიდვების აგენტს

მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება
** პოტენციური კლიენტებისთვის პრეზენტაციების დაგეგმვა-ჩატარება;
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ რეპორტების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** გაყიდვებში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** მოლაპარაკებების წარმართვის კარგი უნარი;

ანაზღაურება:

** ანაზღაურება 3 თვე 1000 ლარი (შემდეგ 1400 ლარი);
** ბონუსი განხორციელებული პროექტებიდან;

გრაფიკი: 10:00-დან 19:00-მდე

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** უფასო კორპორატიულ ტელეფონს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

სამუშაო გრაფიკი: სრული
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ზუბალაშილების 16

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV), ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mariam@mifasi.ge-ზე. სათაურში (subject-ში) მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე