Робота для біженців з України
ანაზღაურებადი სტაჟირება/საოპერაციო ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება/საოპერაციო ბუღალტერი
მომწოდებელი: Loyal Partners
გამოქვეყნდა: 16 ივლისი / ბოლო ვადა: 16 აგვისტო
კომპანია Loyal Partners აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას საოპერაციო ბუღალტრის პოზიციაზე შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

Loyal Partners აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 100-ზე მეტ პარტნიორს უწევს მაღალკვალიფიციურ ფინანსურ მომსახურებას.

ჩვენი მისიაა პროფესიონალიზმით, ეთიკური სტანდარტებითა და ინოვაციური მიდგომით დავეხმაროთ პარტნიორ კომპანიებს ფინანსური პროცესების ოპტიმიზაციასა და ბიზნეს მიზნების მიღწევაში.

სტაჟირების დეტალები:

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 45 (მეტრო დელისის მიმდებარედ)
გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00
ხანგრძლივობა: 2 თვე

სტაჟირების ძირითადი პროცესები:

** საბანკო ოპერაციების გატარება;
** შესყიდვებისა და გაყიდვების დარეგისტრირება;
** საბაზისო საბუღალტრო გადამზადების სისტემაში ჩართულობა;
** პარტნიორ კომპანიებთან მომსახურებისა და კომუნიკაციის პროცესის შესწავლა.

პიროვნული უნარები:

** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ანალიტიკური აზროვნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ფინანსების, ბიზნესის ან ეკონომიკის მიმართულებით;
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის ან მოწინავე დონეზე

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელფოსტაზე: support@loyalpartners.ge

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება — საოპერაციო ბუღალტრის სტაჟირება.

გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გაზიარებული რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენi პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან.

სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით

ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე