დასახელება:
უფროსი სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო
|
გამოქვეყნდა: 16 ივლისი
/ ბოლო ვადა: 25 ივლისი
|
სსიპ - "სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას: სარკინიგზო უსაფრთხოების დეპარტამენტის უსაფრთხოების მართვისა და სახიფათო ტვირთების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი.
ანაზღაურება: 2628 ლარი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
ფუნქცია-მოვალეობები:
** რკინიგზით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის და მასთან დაკავშირებული რეგულაციების შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
** სააგენტოს მიერ სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის შესრულებაზე განხორციელებული მონიტორინგის პროცესში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;
** სააგენტოში წარდგენილი, სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელ პირად აღიარების (განახლების, ვადის გაგრძელების) განაცხადების განხილვა-შეფასების პროცესში მონაწილეობის მიღება და წინადადებების მომზადება;
** სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირ (ებ)ის ინსპექტირება/ინსპექტირებაში მონაწილეობა, დადგენილი წესის შესაბამისად;
** სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლებისა და გამოცდების მონიტორინგის პროცესში მონაწილეობა, დადგენილი წესის შესაბამისად;
** სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის გაცემის, განახლების, აღდგენის, შეჩერებისა და გაუქმების პროცესში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში და წინადადებების მომზადება;
** უსაფრთხოების ავტორიზაციის, უსაფრთხოების სერტიფიკატის და ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატების მისაღებად (ვადის გასაგრძელებლად, გასაახლებლად), ინფრასტრუქტურის მენეჯერების, სარკინიგზო საწარმოების და ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ წარმოდგენილი განაცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შეფასების პროცესში მონაწილეობა, კომპეტენციის ფარგლებში (სახიფათო ტვირთის გადაზიდვის საკითხებთან დაკავშირებით).
** რკინიგზით სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით მოქმედი საკანონმდებლო და სხვა მოთხოვნების შესრულების მხრივ არსებული მდგომარეობის შესახებ სხვადასხვა წყაროებიდან (მართვის სისტემის შეფასების, საზედამხედველო საქმიანობის, სარკინიგზო შემთხვევების/ინციდენტების მოკვლევის შედეგებიდან და სხვ.) ინფორმაციის მიღება, შეკრება და გაანალიზება;
** განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით პერიოდული ანგარიშების მომზადება, აგრეთვე საკუთარ ფუნქცია-მოვალეობებთან დაკავშირებული ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულოა უმაღლესი განათლება;
** სასურველია არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება სარკინიგზო ტრანსპორტის ან/და ტრანსპორტის სხვა დარგში, მათ შორის, სახიფათო ტვირთების გადაზიდვის მიმართულებით;
** სასურველია ინგლისური ენის ფლობა B2 დონეზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაეცნოთ კონკურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას და წარმოადგინოთ განაცხადი მოცემული ბმულის მეშვეობით: HR.gov.ge - მთავრობის ადმინისტრაცია
სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო არის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიზანია უზრუნველყოს სარკინიგზო უსაფრთხოება, სარკინიგზო ტრანსპორტის ფუნქციონირების ორგანიზაციულ-სამართლებრივი მოწესრიგება და ამ სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა.
სააგენტოს საქმიანობის ძირითადი საგანია სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროს რეგულირება და ზედამხედველობა საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სააგენტო ახორციელებს ამ სფეროს ტექნიკურ რეგულირებას.
სააგენტოში დასაქმებით მოგეცემათ შესაძლებლობა შეიტანოთ თქვენი წვლილი საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის განვითარებაში.
|
|
|
|